onlain sesxebi - ყველა

10 ბიზნეს-წიგნი, რომელიც 2018 წელს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

1. Your Best Year Ever

ავტორი: Michael Hyatt

გამოსვლის თარიღი: 2 იანვარი, 2018 წელი

ბევრ ადამიანს დიდი მიზნები აქვს, მაგრამ ისინი ხშირად უხვევენ გზიდან და უკანა პლანზე ექცევიან. წიგნიდან გაიგებთ:

მიზნის მიღწევის სამი უბრალო გზა;
როგორ შევწყვიტოთ ოცნებების იგნორირება;
რა გავაკეთოთ, როცა არფერი გამოგვდის.
10 ბიზნეს-წიგნი, რომელიც 2018 წელს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ


2. The Right — and Wrong — Stuff: How Brilliant Careers Are Made and Unmade

ავტორი: Carter Cast

გამოსვლის თარიღი: 9 იანვარი, 2018 წელი

პროფესორმა კარტერმა წარმატებული და ნიჭიერი ადამიანების კარიერის შესწავლაში წლები დახარჯა. მან დაახასიათა მუშაკთა 5 ტიპი და გამოყო მათი სუსტი და ძლიერი მხარეები. ეს მონაცემები დაგეხმარებათ.
10 ბიზნეს-წიგნი, რომელიც 2018 წელს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ


3. When to Jump: If the Job You Have Isn't the Life You Want

ავტორი: Mike Lewis

გამოსვლის თარიღი: 9 იანვარი, 2018 წელი

ამ წიგნში ავტორი მაიკი გვიყვება, თუ როგორ შეცვალა მან თავისი ცხოვრება, როგორ მიატოვა კონსულტანტის თანამდებობა და გახდა სქვოშის პროფესიონალი მოთამაშე. ასევე წაიკითხავთ 40 სხვა შთამაგონებელ ისტორიას.
10 ბიზნეს-წიგნი, რომელიც 2018 წელს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ


4. When: The Scientific Secrets of Perfect Timing

ავტორი: Daniel H. Pink

გამოსვლის თარიღი: 9 იანვარი, 2018 წელი

დანიელი მოგვითხრობს:

როგორ გამოიყურება იდეალური დღე;
საუკეთესო დრო, სამუშაოს მისატოვებლად;
როდის უნდა შევქმნათ ოჯახი.
ყველაფერი კვლევებითა და მისი პირადი ისტორიითაა განმტკიცებული.
10 ბიზნეს-წიგნი, რომელიც 2018 წელს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ


5. The Origins of Happiness: The Science of Well-Being over the Life Course

ავტორები: Andrew E. Clark, Sarah Flеche, Richard Layard, Nattavudh Powdthavee, George Ward

გამოსვლის თარიღი: 16 იანვარი, 2018 წელი

ლონდონის ეკონომიკური სკოლის მკვლევართა ჯგუფმა გამოიკვლია აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიასა და გერმანიაში მცხოვრები 100 000 ადამიანი. ავტორებს უნდოდათ გაეგოთ, რა არის ბედნიერების საიდუმლო. ამ კითხვაზე პასუხი წიგნშია.
10 ბიზნეს-წიგნი, რომელიც 2018 წელს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ


6. Rise and Grind: Outperform, Outwork, and Outhustle Your Way to a More Successful and Rewarding Life

ავტორი: Daymond John

გამოსვლის თარიღი: 23 იანვარი, 2018 წელი

დაიმონდ ჯონი - დამწყებ მეწარმეთა შოუს წამყვანი. წიგნში ის მოგვითხრობს თავის გამოცდილებაზე, მოჰყავს მაგალითები სხვა ბიზნესმენთა წარმატებებიდან.
10 ბიზნეს-წიგნი, რომელიც 2018 წელს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ


7. The Culture Code

ავტორი: Daniel Coyle

გამოსვლის თარიღი: 30 იანვარი, 2018 წელი

დანიელი მოგვითხრობს სხვადასხვა ტიპის ადამიანთა წარმატების საიდუმლოებებზე. წიგნი გაძლევთ გეგმას იმ გარემოსა, რომელშიც იბადება ინოვაციები, წყდება პრობლემები და მიიღწევა მოულოდნელი რეზულტატები.
10 ბიზნეს-წიგნი, რომელიც 2018 წელს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ


8. Great at Work: How Top Performers Do Less, Work Better, and Achieve More

ავტორი: Morten Hansen

გამოსვლის თარიღი: 30 იანვარი, 2018 წელი

პროფესორმა მორტენ ჰანსენმა ჩაატარა კვლევა 5000 მენეჯერსა და ჩვეულებრივ მომუშავეზე. შედეგად შეიქმნა "ჭკვიანური მუშაობის" 7 პრინციპი. ის გვასწავლის ნაკლები მუშაობისა და მეტის მიღების ხერხებს.
10 ბიზნეს-წიგნი, რომელიც 2018 წელს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ


9. Crushing It!: How Great Entrepreneurs Build Their Business and Influence-and How You Can, Too

ავტორი: Gary Vaynerchuk

გამოსვლის თარიღი: 30 იანვარი, 2018 წელი

წიგნში აღწერილია გამოცდილება იმ წარმატებულ მეწარმეთა, რომლებმაც უარი თქვეს პროგნოზირებაზე და მიენდნენ საკუთარ ოცნებას, შედეგად კი უზარმაზარი კომპანიები შექმნეს.
10 ბიზნეს-წიგნი, რომელიც 2018 წელს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ


10. Brotopia: Breaking Up the Boys' Club of Silicon Valley

ავტორი: Emily Chang

გამოსვლის თარიღი: 6 თებერვალი, 2018 წელი

წიგნი ქალთა წარმატების უფლებაზეა. ემილი ჩანგმა ინტერვიუ სილიციუმის ველის ტოპ-მენეჯერებისგან აიღო. ის მოგვითხრობს იმ სიძნელეებზე, რომლებიც ქალებს დიდ კომპანიებში ხვდებათ.
10 ბიზნეს-წიგნი, რომელიც 2018 წელს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

წყარო: sravni.ru