onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები მილიონერებზე

საინტერესო ფაქტები მილიონერებზე
ყოველდღიურად მილიონერთა რაოდენობა ჩვენს პლანეტაზე დაახლოებით 65 ადამიანით იზრდება.

იმისთვის, რომ მილიონერი გახდე, კარგი განათლება უნდა მიიღო? სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი. სტატისტიკის მიხედვით, ყოველ მეხუთე მილიონერს უმაღლესი განათლება არ გააჩნია. ხოლო დოქტორის ხარისხი მხოლოდ 6%-ს აქვს მინიჭებული. არც ისე ბევრ მილიონერს გამოუვიდა ბიზნესში პირველივე ჯერზე წარმატების მიღწევა. არსებობენ ისეთებიც, რომელთაც 4-5-ჯერ ყველაფრის ნულიდან დაწყება მოუწიათ.

ამერიკელი დონ კინგი, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სპორტული მენეჯერი მსოფლიოში, ერთხელაც შევიდა მაღაზიაში და ერთდროულად 110 წყვილი ფეხსაცმელი შეიძინა 64 000 დოლარად. მაგრამ ეს წესებიდან გადახვევაა. სოციოლოგები აშშ-დან ირწმუნებიან, რომ ამ ქვეყნის მილიონერები ფეხსაცმელში 140 დოლარზე მეტს არ იხდიან.

ავსტრიელი კარლ რაბედერი ღარიბ ოჯახში დაიბადა. გასაკვირი არაა, რომ ბიჭს ბავშვობიდანვე გამდიდრება სურდა. მაგრამ როცა სოლიდური კაპიტალი დააგროვა, კარლი მიხვდა, რომ მილიონებს მისთვის ბედნიერება არ მიუნიჭებიათ და მთელი ქონება ქვემოქმედებას შესწირა.

ჯეიმს ვილსონი აშშ-დან მილიონერი 84 წლის ასაკში გახდა. ის აზარტული თამაშების საშინელი მოწინააღმდეგე იყო და ერთხელ ყველაფრის ახლობლებისთვის დასამტკიცებლად წავიდა და ლატარეის ბილეთი იყიდა. პენსიონერი 256 მილიონი დოლარის მფლობელი გახდა.

წარმატებული ინვესტორი ნიკოლას ბერგიურენი, 2 მილიარდის მფლობელი, უსახლკაროა. თუმცა ის ღია ცის ქვეშ ღამეს არ ათევს. უბრალოდ ნიკოლასმა გადაწყვიტა, რომ ერთ სახლში ცხოვრება მოსაწყენია და მთელი მამული გაყიდა. მას სასტუმროში ცხოვრება და მოგზაურობა უფრო იზიდავს.

ბრიტანელმა ფსიქოლოგმა როჯერ გრეიმ პირველი მილიონი ხარბი კაცების ცრემლებით იშოვა. ის უბრალოდ არწმუნებდა კლიენტებს, რომ კაცები ქალებზე ცოტა ხანს ცოცხლობენ, რადგან იშვიათად ტირიან. გრეიმ სპეციალური კურსებიც კი დანიშნა, სადაც მამაკაცებს ტირილის ხელოვნებას შეასწავლიან.

ირლანდიელი პეტ ბარკი განსაკუთრებული ხერხით გახდა მილიონერი. ის ხშირად სტუმრობდა ნათესავებს აშშ-ში, რომლებიც ირლანდიური მუჭა ირალნდიური მიწის ჩამოტანას სთხოვდნენ. პეტს თავში კარგი აზრი მოუვიდა: რატომ არ შეიძლებოდა ირლანდიური მიწის გაყიდვა? მხოლოდ 2009 წელს მან აშშ-ში 240 ტონა გააგზავნა. უნდა ითქვას, რომ აშშ მთლად კმაყოფილი არ იყო ასეთი გზავნილებით, რადგან მიწას შეიძლებოდა სხვადასხვა მიკრობები ჩამოჰყოლოდა. მაგრამ ირლანდიელმა აქაც უხმო ჭკუას და მიწის გაწმენდის ხერხი მოიფიქრა.

აი, ჩინელმა ჩენ გუანბიაომ ფულის გაკეთება პირდაპირ "ჰაერიდანს" შეზლო. უბრალოდ, მის მშობლიურ პეკინში, პირდაპირ ვთქვათ, ჰაერი არც ისე სუფთაა. გუანბიაომ გადაწყვიტა გაეყიდა სპეციალური ქილები, რომლებიც იმ დეფიციტური საქონლით იყვნენ დატვირთულნი. მალე მან 8 000 000 დოლარის შემოსავალი მიიღო. თუმცა თავად ჩენი ამტკიცებს, რომ მისთვის მთავარია არა ფული, არამედ ეკოლოგიის სერიოზული პრობლემა ჩინეთში. ამიტომაც შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს ქველმოქმედებაში დებს.

წყარო: i-fakt.ru