onlain sesxebi - ყველა

9 რამ, რისი ჩადებაც ჩემოდანში არ შეიძლება

9 რამ, რისი ჩადებაც ჩემოდანში არ შეიძლება
1. დოკუმენტები
გამოუცდელი ტურისტები ჩემოდანს თვლიან სეიფად, რომელშიც ყველაფერი ძვირფასის ჩადება შეიძლება. მაგრამ ჩემოდანში ვერ ჩადებთ პასპორტს, რადგან ვერ შეძლებთ რეისზე დარეგისტრირებას. ვერ ჩადებთ სასტუმროს ჯავშანს - რადგან ბარგის გახსნა პირდაპირ იქ მოგიწევთ, რათა დამამტკიცებელი საბუთი ამოიღოთ. თუ ბარგს ძვირფასი დოკუმენტებით დაკარგავენ, მაშინ მათ აღსადგენად დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ.

2. წამალი
თუ ავადმყოფობთ, მაშინ წამალი ხელში უნდა გეჭიროთ. მაშინაც კი, როცა რეისი მოკლეა, უნდა გახსოვდეთ, რომ ბარგმა შეიძლება დაიგვიანოს. იქნებ უცბად ტაბლეტი დაგჭირდეთ. ხანდახან, საზღვარგარეთ, შეიძლება ვერ შეიძინოთ მედიკამენტი რეცეპტის გარეშე, შეიძლება ამისთვის ექიმთან ვიზიტი დაგჭირდეთ.

3. ფული, საბანკო ბარათები, ძვირფასეულობა
არ ჩაალაგოთ ჩემოდანში ფული, საბანკო ბარათები და საიუველირო ნაწარმები. აეროპორტის თანამშრომლებს შეუძლიათ ისინი მოიპარონ. და თუ ჩემოდანი დაიკარგება, მაშინ შეიძლება ფულის გარეშე დარჩეთ და მთელი მგზავრობა ჩაიშხამოთ.

4. ტელეფონის დამტენი
მაშინაც კი, როცა სახლიდან მთლიანად დატენილი ტელეფონით გამოდიხართ, აუცილებლად უნდა ჩაიგდოთ ერთი დამტენი ხელბარგში ან ჯიბეში. აეროპორტამდე მისასვლელ გზაზე ან რეისის ლოდინის დროს, შეიძლება ტელეფონი მთლიანად დასვათ და კავშირის გარეშე დარჩეთ. ასე შეიძლება ნათესავები ანერვიულოთ.

5. ტანსაცმელი
შეძლებისდაგვარად შეეცადეთ, რომ ტანსაცმლის მაქსიმალური რაოდენობა ხელბარგში ჩაიდოთ. წარმოიდგინეთ, მიფრინავთ მთებში მაისურით, თბილი ტანსაცმელი კი ჩემოდანშია, რომელიც შეიძლება დაიკარგოს. თქვენ სასტუმრომდე მისვლაც კი გაგიჭირდებათ.

6. ნოუთბუქი, ფოტოაპარატი და სხვა ძვირფასი ტექნიკა
პირდაპირ წარმოიდგინეთ, რომ ეს შეიძლება დაიკარგოს ან დაზიანდეს გადმოტვირთვის დროს. ზოგიერთ ჩემოდანს ისე ისვრიან, როგორც კალათბურთის ბურთებს.

7. პროდუქტები
ზოგიერთი პროდუქტი საზღვარგარეთ უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში, ამიტომაც მოგზაურებს თან მოაქვთ შაშხი, ყველი ან ეკზოტიკური ხილი. გვახსოვს შემთხვევა, როდესაც ტაილანდელმა ტურისტებმა გამოფრენისას ხილით სავსე ყუთი ჩააბარეს, უკან კი ცარიელი მიიღეს. გახსოვდეთ, რომ ბარგი შეიძლება დაიკარგოს, მალფუჭებადი საკვები კი გაფუჭდეს და ამავდროულად ჩემოდანში სხვა ნივთებიც გააფუჭოს.

8. ძვირფასი კოსმეტიკა
გასაკვირია, მაგრამ ფაქტია - კარგ კოსმეტიკას და სუნამოს ხშირად იპარავენ ჩემოდნებიდან. სილამაზე - საშიში ძალაა, ამიტომ ძვირადღირებული საშუალებები ჯობს თან წაიღოთ ხელბარგით.

9. გასაღები
წარმოიდგინეთ, რომ ბრუნდებით სახლში, ბინის გასაღები კი დევს ჩემოდანში, რომელიც აგვიანებს ან დაიკარგა. თანაც სახლში არავინაა, რა უნდა გააკეთოთ? არასოდეს მოათავსოთ გასაღები ჩემოდანში!

წყარო: sravni.ru