mome.ge

საინტერესო ფაქტები ანტარქტიკულ დოლარზე

საინტერესო ფაქტები ანტარქტიკულ დოლარზე1996 წელს ენთუზიასტების ჯგუფმა აშშ-დან დააარსა ანტარქტიკული საზღვაო ბანკი და გამოუშვა ახალი ვალუტა - ანტარქტიკული დოლარი, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო შეთანხმებით, ანტარქტიკა არც ერთი ქვეყნის ტერიტორია არაა, შესაბამისად, ვალუტის ქონის უფლებაც არ აქვს.
ბანკნოტი გამოუშვეს 1, 2, 5, 10, 20, 50 და 100 დოლარის ნომინალით. მატერიალი - პლასტიკური ფირი, მასზე დატანილი ნახატითა და ჰოლოგრამით. ორგანიზატორების ჩანაფიქრის მიხედვით, ყოველი ასეთი კუპიურა შეიძლებოდა გადაგეცვალა აშშ დოლარზე, ნომინალის მიხედვით, მთელი მიღებული ფული კი გაიგზავნებოდა ანტარქტიკაში სამეცნიერო კვლევების ჩასატარებლად.
ბანკნოტებს დაცვის რამდენიმე ფენა აქვთ, ასევე სერიული ნომერი. სიდიდით ოდნავ დიდია, ვიდრე ამერიკული დოლარი.
მისი კურსი კურსი აშშ დოლარს უდრიდა და ყიდვა 1996 წლიდან 2001 წლამდე შეიძლებოდა. ახლა ეს ბანკნოტები მხოლოდ საკოლექციო ნივთებს წარმოადგენენ.

წყარო: i-fakt.ru
Регистрация