onlain sesxebi - ყველა

10 გაკვეთილი ფულზე სკრუჯ მაკდაკისგან

10 გაკვეთილი ფულზე სკრუჯ მაკდაკისგან
1. იშოვეთ ფული ყველაფრიდან
"იქ, სადაც თქვენ ხედავთ ძველ საწყობს, მე ვხედავ მილიონობით დოლარის ბრუნვას!" - ამბობდა სკრუჯი. ის იყო ცბიერი და მარჯვე, ხელიდან არ უშვებდა შესაძლებლობას, ფული ეკეთებინა თითქმის ყველაფრიდან.

2. შეიძინეთ ნივთები, რომლებიც დიდხანს გემსახურებიან
"ჯანდაბა,! ახლა კარგ კოსტუმს აღარავინ კერავს, 30-40 წელი - და ყველა იხევა" - აღშფოთდა ერთხელ ჩვენი იხვი. მისი სიმდიდრის მიუხედავად, ყოველთვის არჩევდა ისეთი ნივთების ყიდვას, რომლებიც ათწლეულებს გასტანდნენ.

3. ნუ შეაგროვებთ, ჩადეთ
"ფულის გადადება არ შეიძლება, ის უნდა ჩადოთ საქმეში", - ურჩევდა ის ნათესავებს. სკრუჯი ფლობდა ავიაკომპანიას, ბანკს, ნავთობმწარმოებელ კომპანიას, სასურსათო საწარმოებსა და ბევრ სხვა აქტივს.

4. იპოვეთ საკუთარი ბედნიერების სიმბოლო
ბავშვობაში სკრუჯმა თავისი პირველი ფული ფეხსაცმლის წმენდით იშოვა. ამისთვის მან 10 ცენტი მიიღო. იმ მონეტას ის დღემდე ინახავს, თვლის, რომ მას იღბალი და სიმდიდრე მოაქვს. ის თვლის: "ფული უფრო დაგეხმარებათ, როცა არ გაქვთ იღბალი, ვიდრე იღბალი, როცა არ გაქვთ ფული."

5. იმუშავე თავით, და არა ხელებით
ეს სკრუჯის ძირითადი დევიზია. მისი დამტკიცება არ სჭირდება. მართლაც თავით მუშაობაა საჭირო.

6. იხარბეთ
შეიძლება, ეს ცუდი რჩევაა, მაგრამ ის მუშაობს. "საყვარელო, მე, რა თქმა უნდა, მინდოდა შენთვის ბრილიანტის ყიდვა, მაგრამ საიუველირო მაღაზიები დაკეტილი დამხვდა, ამიტომაც იოგურტი გიყიდე", - უთხრა სკრუჯმა თავის სიყვარულს.

7. იყავით აზარტული
ბიზნესი აზარტულ თამაშს გავს, სადაც ყველა ერთმანეთს ეჯიბრება. "მე შევჭამ შენს ქუდს, როცა მეტი ფული გექნება, ვიდრე მე!" - უთხრა დონალდმა ფლინტჰარტ გლომგოლდს - მულტფილმის უსამართლო გმირს, რომელმაც უსიამოვნებების შესაქმნელად ორი ძმა დაიქირავა.

8. იყიდეთ ოქრო
ყველას ახსოვს, რომ სკრუჯის საყვარელი საქმიანობა ოქროს მონეტებში ბანაობა იყო. ოქროზე ის ამბობდა: "ოქროს პატარა ნატეხისთვის უამრავი ფულის მიღება შეიძლება... ჰო! და შაშის თამაშისთვისაც გამოდგება".

9. ნუ დაზოგავთ სიხარულის ხარჯზე
ყველაფერი გასაგებია: "ეკონომია, რა თქმა უნდა, კარგია, აუცილებელია, მაგრამ ამასთან რა შუაშია ჩემმი შოკოლადი?"

10. გამოიყენეთ უფასო
სკრუჯი აქტიურად იყენებდა სხვა იხვების უფასო შესაძლებლობებს. არი რას ამბობდა ის"

-მე უმდიდრესი იხვი ვარ დედამიწაზე, რადგან საკუთარ ფულს არ ვხარჯავ.

-არ არსებობს ცხოვრებაში უკეთესი ნადიმი, ვიდრე პლომბირის სამი პორცია... განსაკუთრებით მაშინ, როცა ის უფასოა!

ყველას გირჩევთ ნახოთ მულტფილმი სკრუჯ მაკდაკის შესახებ. ის მოეწონება დიდსაც და პატარასაც, აქ უამრავ რამეს შეიტყობთ ფულზე.


წყარო: sravni.ru