mome.ge

ფულით ბედნიერების ყიდვის ოთხი გზა

ფულით ბედნიერების ყიდვის ოთხი გზა
1. გადაეცით ფული სხვას
ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი რამაა, რისი გაკეთებაც საკუთარი ფულით შეგიძლიათ. თითქოს საღ აზრსაც ეწინააღმდეგება, მაგრამ სინამდვილეში, ადამიანისთვის ფულის მიცემა და მისი ბედნიერების ყურება საკმაოდ სასიამოვნოა. თქვენ უნდა გამოყოთ თანხა, რომელიც არ გენანებათ. არაა აუცილებელი გაიღოთ მილიონები და გადასცეთ საქველმოქმედო ორგანიზაციებს. ხანდახან საკმარისია მეგობრის სადილის საფასურის გადახდა.

2. შეიძინეთ თქვენთვის რაიმე საჭირო
რა განსხვავებაა სტეიკსა და ლობიოს შორის? თითქმის იგივე, როგორიც Ferrari-სა და ძველი Honda Civic-ს შორის. ძვირიანი ნივთის ყიდვამ შეიძლება დიდი ბედნიერება მოგიტანოთ, მაგრამ რაც უფრო მეტ რამეს იყიდით, მით უფრო ნაკლებად გაბედნიერდებით.

ფულს მოაქვს ბედნიერება, როცა მას საკუთარი თავის განვითარებაში დებთ, მაგალითად, განათლებაში. პირველი ავტომობილის ან ბინის ყიდვასაც უზარმაზარი ბედნიერება მოაქვს, გხდით უფრო თავდაჯერებულს და თავმოყვარეს. საჭიროა, რომ შეძენილი ნივთი არ იყოს ექსტრავაგანტული.

3. გაისტუმრეთ ვალები
ვალი - ძალიან უსიამოვნო რამაა, რომლის აღებაც ბევრ ადამიანს უწევს. ის შეიძლება დაგედოთ საკრედიტო ბარათის, ავტომობილის შეძენის, შვებულების, სამუშაოს დაკარგვის გამო და ა.შ. განსაკუთრებით საშიშია, როცა ვალი ქარის სისწრაფით იზრდება და ადამიანს მისი დაფარვის ძალა არ შესწევს. ეს ყველაფერი კოშმარად გადაიქცევა.

ასე დაგემართებათ, თუ ფულს დაუფიქრებლად დახარჯავთ. თუ ყველაფერს გააზრებულად გააკეთებთ და ფულს სასარგებლო საქმეში დახარჯავთ, ის გადაგეგცევათ ბედნიერ, ნათელ მომავლად. ვალების დაფარვა თქვენი უპირველესი მიზანი უნდა იყოს, რათა შემდეგ სხვა მიზნებზე ფიქრი დაიწყოთ. ვალის დაფარვის შემდეგ თქვენ ამოისუნთქავთ, დამშვიდდებით და გაბედნიერდებით.

4. გააკეთეთ რაიმე სასარგებლო
დაისახეთ დიდი მიზანი, რომლის მიღწევასაც ფულით შეძლებთ. მან უნდა გაგაბედნიეროთ თქვენ. არაა აუცილებელი მეორე ეიფელის კოშკის ჩაფიქრება, ვიღაც ბედნიერი იქნება მაშინაც, როცა საკუთარი შვილების განათლებას დააფინანსებს ან საკუთარ ბიზნესს გახსნის. ფული ამ მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ, დიდი მიზნები დაგიცავენ გაუაზრებელი და უსარგებლო შენაძენებისგან სავაჭრო ცენტრებში. თქვენ დახარჯავთ ნაკლებს უსარგებლოზე და მეტს - სასარგებლოზე.



წყარო: sravni.ru
Регистрация