onlain sesxebi - ყველა

კრიპტოპრობლემები მსოფლიოში: ისლანდიაში მაინერები უფრო მეტ ენერგიას მოიხმარენ, ვიდრე მთელი კუნძული ერთად

კრიპტოპრობლემები მსოფლიოში: ისლანდიაში მაინერები უფრო მეტ ენერგიას მოიხმარენ, ვიდრე მთელი კუნძული ერთადკრიპტოვალუტის ბაზრის ზრდასთან ერთად ისლანდია დიდ პრობლემას შეეჯახა: 2018 წელს ენერგოხარჯმა მაინინგზე მთელი მოსახლეობის მოთხოვნილებას გადააჭარბა.
მსოფლიოში სიდიდით მესამე ენერგოკომპანიის HS Orka-ს მენეჯერის იოჰან სიგურბერგსონის გამოთვლებით, ამ წელს სამაინინგო ცენტრებს 840 გიგავატ-საათის ელექტროობა დასჭირდებათ. ისლანდიის მოსახლეობა, რომელიც 340 000 ადამიანს შეადგენს, მოიხმარს მხოლოდ 700 გიგავატს. შედარებისთვის, გასულ წელს ექსპერტებმა მაინინგის ენერგოხარჯი საათში 30 ტერავატ-საათით შეაფასეს, რაც, მაგალითად, მთელი ირლანდიის მოთხოვნას სცდება (იქ 13-ჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე ისლანდიაში).

ბოლო წლებში ისლანდიაში მონაცემთა დამამუშავებელი კომპიუტერული ცენტრი იხსნება. ქვეყანა იზიდავს ბიზნესმენებს პირველ რიგში იმით, რომ პრაქტიკულად 100% მისი ელექტროენერგიისა გამომუშავდება იაფი ბუნებრივი რესურსებით. ამასთან ერთად ჯერ ენერგიის ექსპორტი შეუძლებელია - ამისათვის უზარმაზარი სადენი უნდა გადაიჭიმოს ზღვის ფსკერზე.

სიგურბერგსონი ასევე აცხადებს, რომ სულ უფრო მეტი შეთავაზება მოდის სხვადასხვა კომპანიებიდან, რომლებიც HS Orka-ს სძლევენ. ყველა ეს პროექტი რომ განხორციელდეს, ისლანდია ენერგიის დეფიციტში აღმოჩნდება.

ერთ-ერთი ისლანდიელი პოლიტიკოსი სმარი მაკარტი აცხადებს, რომ ბიტკოინისგან ქვეყანა შემოსავალს ვერ იღებს. "მაინინგს არც პერსონალი და თითქმის არც ინვესტიცია სჭირდება", - დაწერა მან ტვიტერზე. პარლამენტარი ფიქრობს, რომ სახელმწიფომ მაინერები უნდა დაბეგროს ისე, რომ ახალი ინდუსტრიის განვითარებით ყველამ ისარგებლოს.

წყარო: meduza.io