onlain sesxebi - ყველა

რა მავნებელი ცხოვრობს კუპიურაზე

რა მავნებელი ცხოვრობს კუპიურაზე რამდენიმე წლის წინ ოქსფორდის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა საინტერესო კვლევა ჩაატარეს კუპიურებზე. გადაწყვიტეს გაეგოთ, რამდენი ბაქტერია ცხოვრობს ამა თუ იმ ბანკნოტზე. აღმოჩნდა, რომ ევროპული ქვეყნების სხვადასხვა კუპიურა საშუალოდ 26 000 ბაქტერიას იტევს. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული კუპიურა დაახლოებით 2 წლის განმავლობაშია მიმოქცევაში, ის მაინც მშვენიერი"საცხოვრებელი ფართია" ბაქტერიათათვის. აქ ლიდერობს დანიური კრონი, რომელზეც 40 000 ბაქტერია ცხოვრობს. ცოტათი ნაკლები მაჩვენებელი აქვს შვეიცარიულ ფრანკს (32 000), რუსული რუბლი კი 30 000 მავნებელს იტევს. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, მთელს მსოფლიოში, აქვს ევროს - სულ რაღაც 11 000. "ეკოლოგიურად სუფთა" კუპიურების სამეულში ასევე შევიდა ნორვეგიული კრონი (11 700) და ბრიტანული ფუნტი სტერლინგი (18 000). ეს იმით აიხსნება, რომ ისინი სპეციალური სუფთა მასალით მზადდება. ახლა გადავინაცვლოთ აზიაში. აქ ბევრად მჭიდრო "დასახლებებია" - მაგალითად, ჩინურ იუანზე დაახლოებით 180 000 მავნებელი არსება ბუდობს.
როგორ მიკრობს არ შეხვდებით ბანკნოტებზე. მიკრობოლოგები აცხადებენ, რომ კუპიურაზე ასევე მდებარეობს ნაწლავის ჩხირები, რომლებიც იწვევენ ტიფურს, ჭლექსა და სხვადასხვა ვენერულ დაავადებებს. ამიტომ, ფულთან ყოველი შეხების შემდეგ ყურადღებით უნდა დაიბანოთ ხელები.
არც აშშ დოლარზეა უკეთესი მდგომარეობა, კუპიურების 90%-ზე აღმოაჩენთ უამრავ ბაქტერიასა და კოკაინის კვალს. საბანკო მომსახურების თანამშრომლებზე ჩატარებული ანალიზი ნარკოტიკების შემცველობასთან დაკავშირებით შეიძლება ხშირად დადებითიც კი აღმოჩნდეს. ჩვეულებრივი ვირუსებისა და მიკრობების გარდა, კუპიურებზე არც ისე იშვიათად პოულობენ რადიაციის კვალს. ეს მეტად სერიოზულია, წყლითა და საპნით აქ ვერაფერს გახდებით. სხვათა შორის, კუპიურის ხანგრძლივობა იზომება არა მისი ქაღალდის მდგომარეობით, არამედ სიბინძურით. ბანკნოტების 90%-ს სწორედ დაბინძურების დიდი დონის გამო იღებენ მიმოქცევიდან. იმის გამო, რომ კუპიურები დაავადებების სერიოზული გადამტანები არიან, უკვე ბევრ ქვეყანაში დაფიქრდნენ უფრო უსაფრთხო გზის შექმნაზე. რა შეიძლებ იყოს უკეთესი ადამიანთათვის? მაგალითად, კომპანია Diebold-ი, ერთ ერთი ლიდერი თვითმომსახურების კომპლექსური სისტემებისა და ბანკების უსაფროების სფეროში, გეგმავს სენორული ეკრანების წარმოებას ბანკომატებისთვის, სადაც ანტიმიკრობული დაცვა იქნება ჩამონტაჟებული, კუპიურაზე ბაქტერიების გასანადგურებლად.

წყარო: i-fakt.ru
Регистрация