onlain sesxebi - ყველა

ინვესტიცია საკუთარ თავში: როგორ გატკბილდება სწავლის ძირი კენწეროში

ინვესტიცია საკუთარ თავში: როგორ გატკბილდება სწავლის ძირი კენწეროში
ინვესტიცია საკუთარ თავში: როგორ გატკბილდება სწავლის ძირი კენწეროში
არსებობს მოსაზრება, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესსტიციები ადამიანმა საკუთარ თავში უნდა განახორციელოს. ჩვენ მოვიძიეთ ადამიანები, რომლებმაც გაიარეს კურსები ან მიიღეს დამატებითი განათლება და საკუთარ თავზე გამოსცადეს, რა გავლენა იქონია ამ ინვესტიციამ მათ შემოსავალზე.
1. მიხეილი
ინვესტიცია: 1900 ლარი
გამომუშავებული: 9000 ლარი
განათლებით პოლიტოლოგი ვარ, თუმცა ფინანსები და საფონდო ბირჟა სულ მაინტერესებდა. ამიტომ, გადავწყვიტე 2009 წელს საბროკეროში მეცადა სწავლა და დაახლოებით 1000 ლარი დავხარჯე. აღმოჩნდა, რომ ქარს გავატანე ეს ფული.
გარკვეული დროის შემდეგ რეალურად წარმატებულ ტრეიდერს შევხვდი. მასთან კერძო კურსი გავიარე და დაახლოებით 900 ლარი გადავუხადე. ერთი თვის განმავლბაში მასწავლიდა და ძალიან შემიცვალა წარმოდგენები ზოგადად ბაზარზე. გარდა ამისა, გარკვეული პრაქტიკული მომენტებიც მასწავლა. ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რომელიც ძალიან გამომადა იყო ის, რომ დამენებებინა თავი ერთდღიანი გარიგებებისთვის და გადავსულიყავი საშუალოვადიან და გრძელვადიან გარიგებებზე (3დღიდან 1წლამდე).
მას მერე წარმატებული „მოთამაშე“ გავხდი. 2011 წლიდან 2013 წლის იანვრამდე, დაახლოებით, 7000 ლარი გამოვიმუშავე. ყველაზე წარმატებული გარიგება, რაც იმ პერიოდში მქონდა 2012 წლის ნოემბერში იყო, როცა ბაზარზე QE-ს ელოდნენ იაპონური ბანკის მხრიდან. მაშინ იენამ 2-3 თვეში დაახლოებით 20% დაკარგა. მე კიდევ 1500 ლარის მოგება ვნახე.
შემდეგი წლების მანძილზე სისტემატურად ვეღარ ვახერხებდი ვაჭრობას. ახლა დავბრუნდი და უმეტესად Forex-ზე ვვაჭრობ. ყოველდღიურად ბაზრის ანალიზში 5 წუთზე მეტი არ მიმდის. ამ წელს 2000 ლარი გამოვიმუშავე. სხვათაშორის, ბევრად მეტს ვიშოვიდი, მაგრამ სასწრაფოდ დამჭირდა ეს ფული.
2. მარიამი
ინვესტიცია: 5000 ლარი
გამომუშავებული: 0 ლარი
დაზოგილი: 3500 ლარი
ჩვენ ოჯახში ძალიან უყვართ განათლება და თვითგანვითარება. თან სწავლისგან მიღებული ფინანსური შედეგები ყოველთვის პირდაპირ არ ჩანს იმიტომ, რომ კარგი განათლება მარტო უნარებს კი არა, ახალ იდეებს და შთაგონებას გაძლევს.
ჩემი პირველი პროფესია სოციალური ფსიქოლოგიაა. ეს უმეტესად პირად ცხოვრებაში გამომადგა: ორი პატარა შვილი მყავს და მიღებული ცოდნის საფუძველეზე მათ აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებს კონსულტანტების გარეშე ვაგვარებ.
ახლა იოგათერაპევტის საქმიანობას შევისწავლი. სწავლა 2 წლის მანძილზე, დაახლოებით, 5000ლარი დამიჯდა. ჯერ ეს თანხა არ ამომიღია. სამაგიეროდ, ერთი რომ მაქვს საქმე, რომელიც მიყვარს და შევძლებ შევუთავსო ოჯახზე ზრუნვას; მეორეც, ამ ორი წლის მანძილზე ჩემმა ოჯახმა ექიმებზე, დაახლოებით 3500 ლარი დაზოგა.
მიღებული ცოდნის საფუძველზე არამედიკამენტოზურად ვწყვეტდი ახლობლების მცირე პრობლემებს, მაგალითად, კუნთურ სპაზმებს (კუნთის გაციების შემთხვევაში), ზურგის ტკივილებს ან ნერვის ანთებას. 6 თვის წინ კი დედაჩემს შეექმნა პრობლემა მუხლზე. სამ ექიმ ორთოპედთან იყო: ორმა უთხრა, რომ ოპერაცია იყო საჭირო და მენისკი უნდა ამოეჭრათ, რაც, დაახლოებით, 3000 ლარი ჯდებოდა; მესამე ექიმმა გიალურონის მჟავას ნემსები დაუნიშნა (ერთი კურსი 700ლარი ჯდებოდა), რაც საბოლოოდ პრობლემას არ გადაწყვეტდა და უბრალოდ გადაავადებდა.
შემდეგ სახლში გავაკეთეთ სპეციალური ტესტი მენისკზე და პასუხები უარყოფითი აღმოჩნდა. ამის შემდეგ ვცადეთ სახსრების მობილიზაციის ტექნიკა. პირველივე პროცედურის შემდეგ ტკივილის 70% გაქრა და გაიზარდა მოძრაობის ამპლიტუდა. ერთ კვირაში კი ტკივილი მთლიანად გაქრა.
ახლა სადიპლომოს ვწერ და მყავს ბრონქული ასთმით დაავადებული ადამიანების ჯგუფი. ერთ თვიანი მუშაობის შემდეგ მონაწილეებმა ორჯერ შეამცირეს წამლების მიღება და აღარ ეშინიათ, რომ ინჰალატორი სახლში დარჩებათ. ეს ჯგუფი სადიპლომოსთვის მჭირდება, ამიტომ უფასოა. მარტში სადიპლომოს ჩავაბარებ და უკვე ანაზღაურებად მუშაობას შევუდგები ახალი სპეციალობით.

წყარო: sravni.ru