onlain sesxebi - ყველა

თუ თქვენ ამ ყველაფერს აკეთებთ, მაშინ უბრალო მფლანგველი ხართ

თუ თქვენ ამ ყველაფერს აკეთებთ, მაშინ უბრალო მფლანგველი ხართ ხალხი ფიქრობს, რომ იაფფასიანი ნივთის ყიდვისას ფულს ზოგავს. მაგრამ ალბათ გაგიგიათ გამოთქმა: "ძუნწი ორჯერ იხდის". სინამდვილეში მხოლოდ ნივთის ხარისხს უნდა დააკვირდეთ. ძვირიანი ნივთები ხშირად მეტად დიდხანს გემსახურებიან, ვიდრე იაფფასიანები, რომელთა გამოცვლაც ხშირად გიწევთ. საბოლოო ჯამში, ძვირი საქონელი შეიძლება უფრო მომგებიანი გახდეს, ვიდრე იაფი და "ერთჯერადი".

ზოგი ადამიანი ფასდაკლების ძიებას უამრავ დროს უთმობს. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს რესურსი დიდი ფული ღირს. შეიძლება რამდენიმე დღე შეალიოთ იაფი შემოთავაზების ძებნას, მაგრამ ფულის მაგივრად დროით გადაიხდით. მისი გამოყენება ფულის საშოვნელად შეგეძლოთ.

ჩვენ გვჯერა, რომ ამოყიდვისას ნივთის შეძენა მომგებიანია. ხანდახან ასეც არის. თუ თქვენ წინასწარ დაგეგმეთ რაღაცის შეძენა და დაელოდეთ ამოყიდვას, მაშინ ყოჩაღ! მაგრამ, თუ დაუფიქრებლად გაემართებით ამოყიდვაზე, შეიძლება დიდი შეცდომა დაუშვათ და უსარგებლო რამ იყიდოთ. ეცადეთ, არ აჰყვეთ მოულოდნელ სურვილებს.

თქვენ უნდა მოიცადოთ მინიმუმ 30 დღე, სანამ მორიგ მსხვილ შენაძენს გააკეთებთ. თვე - ეს არის დრო, რომლის განმავლობაშიც შეგიძლიათ გადაწყვიტოთ: გჭირდებათ რომელიმე ნივთი, თუ არა. ეს წესი დიდი შენაძენის გაკეთებისას განსაკუთრებით უნდა დაიცვათ. თუ ძვირადღირებული ნივთის ყიდვას ადგილზევე გადაწყვეტთ, მაშინ შეიძლება სერიოზულად ინანოთ, რომ ემოციებს აჰყევით და პრაქტიკულ ღირებულებაზე არ დაფიქრებულხართ.

თქვენ არ ადგენთ საყიდლების სიას. მაღაზიაში ასე წასვლისას იმპულსურად ყიდულობთ სხვადასხვა ძვირ, უსარგებლო პროდუქტს, ან მეტს, ვიდრე გჭირდებათ. შიმშილს შეუძლია 20%-ით მეტი პროდუქტი გვაყიდინოს, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ზედმეტია.

ამიტომაც ყოველ ჯერზე, მაღაზიაში წასვლისას, შეადგინეთ პროდუქტების სია. არ იყიდოთ ის, რაც სიაში არაა.

თქვენ ფინანსურ მიზნებს ნებდებით. მაგალითად, თქვენ გინდათ დაზოგოთ ფული და მოიფიქრეთ გეგმა, როგორ უნდა მიაღწიოთ ამას. ცოტა ხანში იღლებით და დათმობაზე მიდიხართ. მაგალითად, ხართ დიეტაზე და მაინც უბრუნდებით უწინდელ კვებას. ასე ვერაფერს მიაღწევთ. თუ გეგმა თავიდანვე არასწორი იყო, მაშინ მიუახლოვეთ იგი რეალობას და აღარ დაიხიოთ უკან.

წყარო: sravni.ru