onlain sesxebi - ყველა

როგორ იკვებებიან სუმოისტები?

როგორ იკვებებიან სუმოისტები?

რომელ სპორტში შეუძლია წარმოაჩინოს თავი ადამიანს, რომელიც 200-250 კგ-ს იწონის? რა თქმა უნდა იაპონური ბრძოლის სუმოს სტილში. ორას კილოგრამიანი კაცების შერკინება ამ სპორტში ჩვეულებრივი მოვლენაა. სავარაუდოდ დიეტაც განსაკუთრებული უნდა ჰქონდეთ. ყველა სუმოისტი გიგანტად არ იბადება, მათი უმრავლესობა უბრალო ბიჭუნაა, რომელიც გადაწყვეტს, რომ მთელი ცხოვრება ეკზოტიკურ სპორტს უნდა მიუძღვნას. თავიანთი წარმოუდგენელი ათლეტური ზომების მისაღებად და შესანარჩუნებლად,სპორტსმენები მკაცრად დადგენილ დიეტას და ცხოვრების განსაკუთრებულ წესს იცავენ.

სპორტსმენები დილის ხუთ საათზე იღვიძებენ. აუცილებელი პირობა - არანაირი საუზმე. მხოლოდ ხუთ საათიანი დამქანცველი ვარჯიშის შემდეგ შეუძლიათ სუფრას მიუსხდნენ. გასაკვირი არაა, რომ ამ დონის ფიზიკური დატვირთვის შემდეგ მადას არავინ უჩივის. ძირითადი კერძი - სუპი ტიანკონაბე. მის შემადგენლობაშია: ხორცის ფარში, ზღვის პროდუქტები, ლაფშა, სოკო, ბოსტნეული, ყველა ინგრედიენტს ვერც ჩამოვთვლით. ამ მაღალკალორიულ სუპს ასე მიირთმევენ - ჯერ ჯოხებით სისქეს ამოჭამენ, შემდეგ კი ბულიონს აყოლებენ. ასევე, დიდი რაოდენობით მოიხმარენ ბრინჯსა და ლუდს. სხვათა შორის, ლუდს სუმოისტები დიდ პატივს სცემენ, ზოგიერთი მათგანი დღეში არაერთ ჭიქასაც მიირთმევს. ხოლო ლეგენდარულ ოსტატ კონისიკიზე დადიოდა ლეგენდა, რომ მას ერთ ჯერზე 120 ბოთლი ლუდისა და კიდევ 10 პორცია ვისკის დალევა შეეძლო. ამბობენ, რომ თავად კონისიკიმ უარყო ეს ტყუილი და განაცხადა, რომ ვისკის საერთოდ არ სვამდა, ლუდი კი ბევრად მეტი შეეძლო. მებრძოლებს საინტერესო ტრადიცია აქვთ - ასპარეზის წინ უარს ამბობენ ცხოველურ ხორცზე და მხოლოდ ქათამს მიირთმევენ. სუმოისტი ხომფრინველივით ორ ფეხზე უნდა იდგეს, მყარად. უხვი ტრაპეზის შემდეგ ათლეტი წვება დასაძინებლად. საღამოს - მორიგი ვარჯიში და კიდევ ერთი ტიანკონაბე. დღიურად მებრძოლი 8000-მდე კალორიას იღებს. ვარჯიშის ასეთი მიმდევრობა, კვება, ძილი მრავალი წელი გრძელდება, სანამ სპორტსმენი თავისი პროფესიონალური კარიერის შეწყვეტას არ გადაწყვეტს. სხვათა შორის, სუმოისტთა შემოსავლის მაღალი კლასის მრავალ ფეხბურთელს შეშურდებოდა.

გასაკვირი არაა, რომ კარიერის დასრულებისას სუმოისტებს ხელში ავადმყოფობის მდიდრული "თაიგული" უჭირავთ - შაქრის დიაბეტი, ჰიპერტონია, ღვიძლისა და სახსრების პრობლემები. ამიტომ, ჯანმრთელობის გამოსწორების ერთადერთი გზა კვების შეცვლა და მკაცრი დიეტაა. რამდენიმე წელიწადში ისინი 50-50 კილოგრამით იკლებენ, ისე რომ, ვერც კი წარმოიდგენ, თუ ოდესმე ამ სფეროში უმოღვაწიათ.
ზოგი სუმოისტი ამ სპეციალური კვებით ფულსაც შოულობს. 1937 წელს ყოფილმა მებრძოლმა გახსნა ტოკიოში რესტორანი, რომლის საფირმო კერძი სუპი ტიანკონაბე გახდა. რამდენიმე წელიწადში კერძი მთელ იაპონიაში გახდა ცნობილი. მიუხედავად დიდი წონისა, სუმოისტებს ვერ უწოდებთ მოუქნელებს. ისიც საჭიროა. ამიტომაც, ათლეტებს არ უძნელდებათ "შპაგატში" ჩაჯდომა და "ხიდის" გადება.

წყარო: i-fakt.ru