onlain sesxebi - ყველა

7 ყველაზე საოცარი რამ, რისი ყიდვაც ბიტკოინით შეგიძლიათ

7 ყველაზე საოცარი რამ, რისი ყიდვაც ბიტკოინით შეგიძლიათ
ბიტკოინით უამრავ რაიმეს იყიდით, თუმცა არსებობს რაღაც განსაკუთრებულიც. აი შვიდი რამ, რაც შეგიძლიათ კრიპტოვალუტით იყიდოთ.

ბინა დუბაიში. კომპანია Aston Plaza-მ განაცხადა, რომ უძრავი ქონების შესყიდვისას მიიღებენ ბიტკოინსაც. ფასი იქნება 32 მონეტა. ბინის ფართობი 43,58 კვ. მ.-ი.

ლიქიორის ქარხანა. უნგრეთში შეგიძლიათ შეიძინოთ ბრენდის, ვისკის, კონიაკისა და ღვინის დასამზადებელი დაწესებულება. ის 86,2 ბიტკოინად იყიდება.

უმაღლესი განათლება. ნიქოზიის უნივერსიტეტი კვიპროსში გთავაზობთ მიიღოთ უმაღლესი განათლება "ციფრული ვალუტების" სფეროში. სწავლის პირველი წელი უფასოა, შემდეგ კი 14.5 ათასი დოლარი უნდა გადაიხადოთ, თუ ბიტკოინით ისარგებლებთ - 5% ფასდაკლებას მიიღებთ.

დაკრძალვა. უკვე მინიმუმ ერთი დამკრძალავი კომპანია მაინც სარგებლობს ბიტკოინით. ეს ამერიკული კომპანია Crescent Tide Cremation Services-ია. ბიტკოინით ანგარიშსწორებისას ისინი 3%-იან ფასდაკლებას გთავაზობენ.

პიცა. pizzaforcoins.com 2013 წელს გაიხსნა, ის უმაღლესი ხარისხის პროდუქტს ბიტკოინების სანაცვლოდ გთავაზობთ.

სადილი. ბევრი ბარი და რესტორანი იღებს ბიტკოინს. ჯერ კიდევ 3 წლის წინ ერთ-ერთი გერმანული რესტორნის მეპატრონებ განაცხადა, რომ კლიენტების 77% მას კრიპტოვალუტით უსწორდებოდა.

ავიაბილეთები. ავიაკომპანია airBaltic-ი გახდა პირველი, ვინც 2014 წელს პირველმა დაიწყო ბილეთების გაყიდვა ბიტკოინებში. ადრე დაწესებული იყო საკომისიო 6 ევროს ოდენობით, ახლა ის მოიხსნა. თუმცა ერთი შეზღუდვაა - ბიტკოინით მხოლოდ Basic კლასის ბილეთების შეძენა შეგიძლიათ.

წყარო: sravni.ru