onlain sesxebi - ყველა

9 რამ, რასაც მდიდრები ყოველდღე აკეთებენ

9 რამ, რასაც მდიდრები ყოველდღე აკეთებენ
1. ისინი ცდილობენ იყვნენ ცივსისხლიანები
მდიდარი ხალხი აკონტროლებს თავიანთ ემოციებს. დიპლომირებულმა სპეციალისტმა ფინანსურ დაგეგმვაში ტომ კორლიმ 2004 წლიდან 2007 წლამდე გამოკითხა 233 მაღალანაზღაურებადი და 128 დაბალანაზღაურებადი ადამიანი, რათა დაეწერა წიგნი "მდიდართა ჩვევები" (Rich habits). მან აღმოაჩინა, რომ მდიდარ ხალხს აერთიანებს თვითფლობის შენარჩუნების უნარი. "როცა ემოციებს გამოვლენის უფლებას აძლევთ, თქვენ პირდაპირი მნიშვნელობით თიშავთ საკუთარი გონების ნახევარს. ეს განსაკუთრებით ცუდია სტრესულ სიტუაციაში, როცა საჭიროა ყველა თქვენი რესურსი, რათა პრობლემა მოაგვაროთ", - წერს ტომი საკუთარ ბლოგზე.

2. მათ დასახული აქვთ მიზანი და გზიდან არ უხვევენ
მდიდარ ხალხს აქვს მოქმედების გაწერილი გეგმა, რომელსაც ზუსტად მიჰყვებიან. ეს გაარკვია იდან შპიცერმა, რომელმაც 27 მლნ დოლარი დააგროვა კომპანია 911 Restoration-ში მუშაობისას. ის ამბობს, რომ მიზანზე კონცენტრირება წარმატებულ ადამიანს გამოარჩევს მათგან, ვინც გადარჩენას ცდილობს.

3. ისინი ადგენენ დღის განრიგს
წიგნში "მდიდართა ჩვევები" ტომ კორლი გვიყვება იმასე, რომ დღის განრიგის შედგენა მდიდარი ხალხის ერთ-ერთი საკვანძო ჩვევაა. მისი გამოკვლევის თანახმად, ასეთ განრიგებს ადგენს მდიდარი ხალხის 81%, ხოლო ღარიბების - 19%. ავტორი ამ ჩვევის გადაღებას გვირჩევს. მისი თქმით, სიაში უნდა მოხვდეს საქმეები, რომელთა დამთავრებაც ერთ დღეში შეიძლება. საღამოს შედეგები უნდა შეაჯამოთ.

4. ისინი არ უყურებენ ტელევიზორს
ტომ კორლიმ გაარკვია, რომ შეძლებულთა 67% ტელევიზორს დღეში ერთ საათზე ნაკლებს უყურებს, ხოლო ღარიბ ადამიანთა 77% ამ პროცესს ერთ საათზე მეტს უთმობენ. მხოლოდ მდიდარ ადამიანთა 9% უყურებს სხვადასხვა შოუებს. გინდათ მდიდარი გახდეთ? - ნაკლები დრო დაუთმეთ ტელევიზორს.

5. ისინი ურთიერთობათა ქსელს აბამენ
ნეტვორკინგი - მილიონერთა ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო. თავის ბლოგში ტომ კორლი გვიყვება, რომ მდიდართა 79% ნეტვორკინგს ერთი თვისს განმავლობაში 5 საათს მაინც უთმობს. მხოლოდ ღარიბთა 16% იქცევა ასევე.

6. ისინი თვითგანათლებას ეწევიან
მილიონერები სწავლობენ ფულის ჰაერიდან შოვნის ხერხებს. ამისათვის ისინი თვითგანათლებას ეწევიან. ინსტრუმენტის სახით ისინი იყენებენ პოდკასტებს, კითხულობენ სპეციალურ წიგნებს, უყურებენ TED-ს. მდიდრებს ყველაფრის ცოდნა სწადიათ.

7. ისინი არეზერვებენ დროს საკუთარი თავისთვის
ბესტსელერების შემქმნელი ბრენდონ ბერჩარდი ბევრ მდიდარ ადამიანს შეხვედრილა, რომელთა შორისაც იყვნენ ბილ გეიტსი და რიჩარდ ბრენსონი. მან შეამჩნია, რომ ისინი ყოველთვის გამოყოფენ დროს განვითარებისთვის, კავდებიან ხელოვნებით, იგონებენ სტრატეგიებს და ა.შ.

8. ისინი საზღვრავენ სამუშაო დღეს
ერთ-ერთ სტატიაში მიურეი ნიულენდსი გვიყვება, რომ მდიდარმა ხალხმა იცის, როდის უნდა დაასრულოს სამუშაო დღე. "კომპანიების მფლობელები ხვდებიან მახეში, როცა ფიქრობენ, რომ რაც უფრო მეტს იმუშავებენ, მით მეტს მიაღწევენ. მე ამას იშვიათად ვაკეთებ", - წერს მიურეი. ის გვირჩევს, შევაჩეროთ სამუშაო დღე საღამოს 5 ან 6 საათზე. ამის შემდეგ უნდა უყუროთ ტელეფონსა და ელექტრონულ ფოსტას, რათა რამე არ გამოგეპაროთ. ეს საზღვარი გეხმარებათ კარგად დასვენებაში, მეორე დღეს კი სამსახურში ენერგიით აღსავსე მიდიხართ.

9. ისინი ჯანმრთელ საკვებს მიირთმევენ
არა, მდიდრები ყოველდღე არ მიირთმევენ სტეიკებსა და წითელ ღვინოს. ჯანმრთელი კვება - ეს მილიონერთა ერთ-ერთი ჩვევაა. მაგალითად, მწერალი და ფილანტროპი ტონი რობინსი გვიყვება, რომ არ უნდა მოვიხმაროთ კოფეინი, ალკოჰოლი, ნიკოტინი და ნარკოტიკი. მისი ტრენერის თქმით, ტონი საუზმეზე მიირთმევს კვერცხს და ქოქოსის პურს, სადილზე - დიდ მწვანე სალათს ავოკადოსთან ერთად, ხოლო ვახშამზე - კარტოფილს პროტეინთან და ბოსტნეულთან ერთად.

წყარო: sravni.ru