onlain sesxebi - ყველა

ნიუტონის ამოცანა კარებსა და კატებზე

ნიუტონის ამოცანა კარებსა და კატებზე


სერ ისააკ ნიუტონს, რომელსაც ჩვენ დიდებული ფიზიკოსისა და მათემატიკოსის სახელით ვიცნობთ, ჰყავდა ერთი კატა. მას გარეთ გასვლა უყვარდა, ამიტომ ნიუტონმა ერთი დიდი საძვრენი ამოუჭრა კარში, რათა თავის ნებაზე გასულიყო და შემოსულიყო. როცა კატას კნუტები გაუჩნდა, პატრონმა თითოეულისათვის დამატებითი პატარა ხვრელი ამოჭრა კარში, თუმცა სულელი კნუტები ისევ დედას მიჰყვებოდნენ.

ამაზე მეცნიერი გაწყრა, ფიქრებში წავიდა და ასეთი ამოცანა მოიგონა: მიდიხართ დერეფანში და მოპირდაპირე კედელზე 3 კარს ხედავთ. ერთ-ერთის უკან ზის (ნიუტონის კატა. საკმარისია უბრალოდ კარი გააღოთ, მაგრამ:

  1. კარის გაღება საათში ერთხელ შეიძლება.
  2. ყოველ ჯერზე კატა მეზობელ ოთახში გადადის.

კითხვა: რამდენი საათი იქნება საჭირო კატის საპოვნელად (გამართლება გამორიცხეთ)?

წყარო: i-fakt.ru