onlain sesxebi - ყველა

13 უსიამოვნო ფინანსური სურპრიზი მოგზაურობისას

1. რეგისტრაციის საფასური აეროპორტში
ზოგიერთი ავიაგადამზიდი აეროპორტში რეგისტრაციისთვის ფულს ითხოვს. მაგალითად, Airbaltic-თან და Wizzair-თან მომსახურების საფასურია 30 ევრო, Ryanair-თან კი - 70.

2. ბაგაჟის გადასახადი
ეკონომკლასის ბილეთებში უკვე ჩართულია ბაგაჟის გადაზიდვის საფასური, მაგრამ თუ საუბარია ლოუქოსთერზე (ბიუჯეტურ კომპანიაზე), მაშინ ნებისმიერი ბაგაჟისთვის დამატებითი თანხის გადახდა მოგიწვთ.

3. შესასვლელი/გასასვლელი ან სააეროპორტო გადასახადი
ზოგიერთი ქვეყნის ტერიტორიაზე შესასვლელად უნდა გადაიხადოთ შესასვლელი გადასახადი. მაგალითად, დომინიკის რესპუბლიკაში ის 10 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ამ ქვეყნიდან გასვლის საფასურია 20 დოლარი.

4. დეპოზიტი სასტუმროში
დეპოზიტი - ესაა თანხა, რომელსაც სასტუმრო იღებს ნაღდით ან ბლოკავს ბარათზე ნომერის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. ეს შეიძლება იყოს 50-100 დოლარი, დამოკიდებულია ოტელზე. დეპოზიტიდან შეიძლება გაქვითონ მომსახურების საფასური, ბარის ან დაზიანებული/მოპარული ნივთების გადასახადი.თუ ყველაფერი კარგადაა, თანხა უკან დაგიბრუნდებათ.

5. ადგილობრივი გადასახადი
ესაა გადასახადი, რომელსაც ხელისუფლება იღებს სასტუმროში შესახლებისას. ფასი ყოველთვის სასტუმროს თანხაში არ შედის. ის შეიძლება შესვლისას გამოგართვან. ფასი შეიძლება სასტუმროს ვარსკვლავებით განისაზღვრებოდეს. ევროპაში ადგილობრივი გადასახადი შეიძლება იყოს 20 ცენტიდან 8 ევრომდე ერთ ღამეში. შეიძლება ნომრის ღირებულებიდან ფიქსირებული პროცენტი გადაგახდევინონ. მაგ.: ბერლინში - 5%-ა, ხოლო ამსტერდამში 5,5%.

6. ელექტროობის გადასახადი
დიახ, არსებობს ასეთი მოულოდნელი გადასახადიც. ის განისაზღვრება ენერგიის მოხმარების მიხედვით. თუმცა ხანდახან შეიძლება 3 დღეში 12$-ის გადახდა მოგიწიოთ, რაც ამ ხანგრძლივობისთვის უზარმაზარი თანხაა.

7. მომსახურება კრუიზებში
კრუიზით მგზავრობის საფასური 300 დოლარიდან იწყება და საშუალოდ 1500 დოლარამდე ადის. მგზავრობის დღეებში შედის ცხოვრება, კვება და გართობა. საფასურის გადახდისას ბევრი ვერ ხვდება, რომ ბორტზე მოუწევს მომსახურების სერვისული გადასახადის გაცემა. პერსონალი, რომელიც ალაგებს ნომერს, რეცხავს ჭურჭელს და საჭმელი მოქავს, მცირედ ფულად საჩუქრებს იღებს. საშუალოდ ეს დღეში 12 დოლარს შეადგენს. თუ წყვილი ერთი კვირით გადაწყვეტს გამგზავრებას, მაშინ დამატებით 168 დოლარის დახარჯვა მოუწევს.

8. სატრანსპორტო ბილეთების გადასახადი
მრავალ ქვეყანაში სატრანსპორტო კომპანიები იღებენ თანხას ბარათებისთვის, რომლებზეც ჩაწერილია ერთჯერადი ან მრავალჯერადი ბილეთი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. მაგალითად, ამსტერდამში ბილეთის ფასთან ერთად 50 ცენტიც უნდა გადაიხადოთ, ნიუ-იორკის მეტროში კი 1 დოლარი.

9. ფასიანი გზები
თუ მიდიხართ საკუთარი ავტომობილით, ან ქირაობთ ადგილობრივს, იხდით ბენზინისა და სხვა საჭიროებების ფულს, უნდა გახსოვდეთ, რომ მოგიწევთ სპეციალურ, ფასიან გზატკეცილებბზე გავლაც.

10. ფულადი საჩუქარი გიდს ან მძღოლს
მიუხედავად ექსკურსიის საფასურისა, ზოგიერთი გიდისთვის საჩუქარიც უნდა გაიმეტოთ, ასევე ისინი მძღოლების დაპატიჟებასაც გთხოვენ, როცა გრძელ გზაზე იმყოფებით. ეს აუცილებელი არაა, მაგრამ თუ გაწითლება არ გინდათ, ცოტა ოდენი მაინც უნდა გაიმეტოთ.

11. სანაპიროზე შესვლის საფასური
ზოგიერთ შემოსაზღვრულ სანაპიროზე დაწესებულია გადასახადი. ის შეადგენს 2-10 დოლარს. ხანდახან საფასურში შედის შეზლონგი და ქოლგაც. ფასიანი პლაჟის გვერდით ყოველთვის იპოვით უფასოს, თუმცა იქ მეტი სიბინძურეა ან წყალთან ცუდი მისადგომია.

12. საყიდლების გადასახადი
ნიშანზე შეიძლება ერთი გარკვეული საფასური ეწეროს, სალაროსთან კი სულ სხვა ფასი დაგხვდეთ. აშშ-ში საყიდლების გადასახადი შტატზე და ქალაქზეა დამოკიდებული. მაგალითად, ნიუ-იორკში შეიძლება საფასურს 4-8,87% მიემატოს, კალიფორნიაში კი - 7,25-10,25%.

13. ქუჩის მაგიდის გადასახადი
ზოგიერთი კაფე ევროპაში გარე მომსახურებისთვის დამატებით საფასურს ითხოვს. ანგარიშმა შეიძლება 5-10 ევროთი აიწიოს ან გაორმაგდეს. მაგრამ შეგიძლიათ ფული დაზოგოთ და შიგნით ისადილოთ.

წყარო: sravni.ru
Регистрация