onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები დოუ-ჯონსის ინდექსზე

საინტერესო ფაქტები დოუ-ჯონსის ინდექსზედოუ-ჯონსი დღემდე არსებულ ამერიკულ სამრეწველო ინდექსთა შორის უძველესია. ის ამერიკულ საფონდო ბირჟებზე მრეწველობის განვითარებაზე დასაკვირვებლად შეიქმნა.

ამერიკელმა ჟურნალისტმა ჩარლზ ჰენრი დოუმ ეს ინდექსი 1896 წლის 26 მაისს შექმნა, ვაჭრობაზე დაკვირვების პროცესში. ეს მარტივად ხსნის სიტყვა "დოუს", მაგრამ რა შუაშია "ჯონსი"? ასე ერქვა მისტერ დოუს ბიზნეს პარტნიორს. მათ ერთად დააარსეს კომპანია Dow Jones & Company. ჟურნალისტები აკვირდებოდნენ ბაზრის ცვლილებას და მონაცემებს Wall street Journal-ში აქვეყნებდნენ.

საინტერესოა, რომ დოუ ჯონსის ინდექსს"ცისფერი ჩიპების" ინდექსსაც ეძახიან. ტერმინი მოდის კაზინოდან, სადაც ცისფერ ჩიპებს ყველაზე დიდი ნომინალი გააჩნიათ.

ინდექსი მოიცავს აშშ-ს 30 უმსხვილეს კომპანიას. თავსართი "სამრეწველო" ისტორიის მონაპოვარია - დღესდღეობით ბევრი კომპანია, რომელიც ინდექსში შედის, არ მიეკუთვნება ამ სექტორს. თავდაპირველად ინდექსი გამოითვლებოდა როგორც კომპანიების მიერ მოცული აქციების ფასის საშუალო არითმეტიკული.

ამ მომენტისთვის ინდექსი წარმოადგენს 12 ამერიკული სამრეწველო კომპანიის აქციების ფასის საშუალო არითმეტიკულს. ამ კომპანიებიდან დღევანდელ დღეს ინდექსში წარმოდგენილია მხოლოდ General Electric.

ინდექსისთვის ყველაზე ცუდი დღე იყო 1987 წლის "შავი ორშაბათი", როცა დოუ-ჯონსმა 22,6% დაკარგა. 11 სექტემბრის ტერაქტებიდან პირველივე დღეს მან ასევე დაკარგა 7,1%

წყარო: i-fakt.ru
Регистрация