onlain sesxebi - ყველა

რა უნდა მოიმიზეზოთ, თუ მეგობრისთვის ფულის სესხება არ გინდათ?

რა უნდა მოიმიზეზოთ, თუ მეგობრისთვის ფულის სესხება არ გინდათ?


უარის თქმა ყველაზე ძნელი მეგობრებისა და ახლობლებისთვისაა. მოგიყვებით, თუ რა უნდა თქვათ, თუ ფულის სესხებას გთხოვენ, თქვენ კი ან არ შეგიძლიათ, ან არ გსურთ ამის გაკეთება.

1. "მე თავად ვიხდი ვალს"
შესაძლებელია, რომ თავადაც გმართებთ ვიღაცის, ამიტომ ფულის გაცემას ვერ შეძლებთ

2. "თავისუფალი თანხა არ გამაჩნია"
ის შეიძლება იდოს დეპოზიტებში, საბროკერო ანგარიშებზე, ბარათებზე და ა.შ. მისი განაღდებისათვის კი დღეებისა და ცოტა ოდენი ფულის დახარჯვაც კი მოგიწევთ.

3. "თავად არ მყოფნის ფული"
მოხარული იქნებოდით მეგობრის დახმარებით, მაგრამ სულ 25 ლარი დაგრჩათ ხელფასიდან.

4. "რაც კი შემეძლო, ყველაფერი გავეცი"
შესაძლებელია, ვიღაცამ უკვე დაასწრო მეგობარს და თქვენ აღელვებული ელოდებით თანხის უკან დაბრუნებას, ამიტომ ამის გაკეთება არ შეგიძლიათ.

5. "მხოლოდ [თანხა, რომელიც არ გენანებათ] შემოთავაზება შემიძლია"
შესთავაზეთ იმდენი, რამდენის დაკარგვისაც არ გეშინიათ. დაუბრუნებლობის შემთხვევაში კი ნაკლებად გაწყრებით.

6. "მხოლოდ %-ით"
შესთავაზეთ მას პროცენტითა და საჭირო დოკუმენტებით სესხება.

7. "საკრედიტო ბარათით ვსარგებლობ"
მთელი ხელფასი საშემოსავლო აქტივებში გერიცხებათ. მთელი თვის განმავლობაში საკრედიტო ბარათით სარგებლობთ. ფულის მოხსნა და გადარიცხვა გარკევულ პროცენტებთანაა დაკავშირებული, რომლის გადახდაც არ შეგიძლიათ.

8. "ბინისთვის ვაგროვებ"
უკვე ეძებთ შესაფერის ვარიანტს საყიდლად და ახლა ფულს ვერ გასცემთ, რადგან ის უფრო მეტად გჭირდებათ.

9. "თავად მჭირდება ფული, მასესხებ?"
საუკეთესო თავდაცვა - ეს თავდასხმაა. თქვით, რომ რაღაცის ყიდვას აპირებთ და თავადაც არ გაქვთ ფული.

როგორი გზაც უნდა ამოირჩიოთ, ეცადეთ, არ მოიტყუოთ. უმჯობესია პირდაპირ თქვათ უარი, ვიდრე რაიმე გამოგონილი მიზეზით გაისტუმროთ საყვარელი ადამიანი.

წყარო: sravni.ru
Регистрация