onlain sesxebi - ყველა

10 რამ, რაც ხალხმა ბიტკოინის შესახებ არ იცის

1. ბიტკოინი არც ისე ანონიმურია
ჰაკერებსა და სპეციალურ სახელმწიფო სამსახურებს შეუძლიათ მარტივად უთვალთვალონ თქვენ მიერ ბიტკოინით განხორციელებულ თითოეულ ოპერაციას.

2. ზოგიერთ ქვეყანაში ბიტკოინი ოფიციალურადაა აღიარებული
ბიტკოინისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. მრავალ ქვეყანაში კრიპტოვალუტის მარეგულირებელი მინიმალური კანონმდებლობაც კი არ არსებობს. თუმცა იაპონიასა და ავსტრალიაში ბიტკოინი აღიარებულია როგორც ტოლი სხვა ვალუტებისა, ხოლო ლიბანმა და იორდანიამ განაცხადეს, რომ არ უჭერენ მხარს კრიპტოვალუტის გამოყენებას, მაგრამ მის ყიდვა-გაყიდვაზე სასჯელი არ დაუწესებიათ.

3. ბიტკოინების რაოდენობა შეზღუდულია
სულ შეგიძლიათ 21 მილიონი ბიტკოინი მოიპოვოთ. დღესდღეობით მიმოქცევაში 16 მილიონი მონეტა იმყოფება.

4. ბიტკოინი ერთადერთი კრიპტოვალუტა არაა
ბიტკოინი - ყველაზე განხილვადი, მაგრამ არა ერთადერთი ვალუტაა. კიდევ არსებობს Ethereum, Ripple, Cardano, Litecoin და 1400-ზე მეტი სხვა კრიპტოვალუტა. მათი ჩამონათვალი იხილეთ აქ

5. ბიტკოინი მეტად პოპულარულია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ
ბიტკოინის ფასმა 2017 წლის მიწურულს 20 000 დოლარს მიაღწია. კრიპტოვალუტაში უამრავი ადამიანი დებდა ფულს. ჩინეთში იყო ბირჟების დაკეტვის მცდელობა, თუმცა ამან კრიპტოვალუტა უფრო პოპულარული გახადა.
ბიტკოინს "ახალ ოქროსაც" უწოდებენ, ხოლო სიტუაცია მის გარშემო კი ძალიან ჰგავს "ოქროს ციებ-ცხელებას"

6. არავინ იცნობს ბიტკოინის ავტორს
არსებობს მრავალი ვარაუდი იმის შესახებ, თუ ვინ შექმნა ბიტკოინი. ყველაზე გავრცელებული ვერსიაა იაპონელი სატოსი ნაკამოტო. თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ ფსევდონიმია, რომლის უკანაც შეიძლება ერთი ან მრავალი სხვა ადამიანი იმალებოდეს.
არსებობს თეორია, რომ ბიტკოინები შექმნეს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოში. თუმცა ეს ნაკლებ სავარაუდოა.

7. ბიტკოინები მხოლოდ შავ ბაზარზე არ გამოიყენება
უკვე მრავალი კომპანია იღებს ბიტკოინებს გადასახადის სახით. კრიპტოვალუტით შეგიძლიათ გადაიხადოთ საიტებზე: Microsoft, Dell, Expedia, Overstock.com და ა.შ.

8. ოდესღაც გამოძიების ფედერალური ბიურო მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ბიტკოინის საფულეს ფლობდა
რამდენიმე წლის წინ FBI-მ ხელში ჩაიგდო კომპიუტერები, რომლებიც Silk Road-ის ანონიმურ სავაჭრო ქსელს მართავდნენ. აქ იყიდებოდა საბანკო ბარათების მოპარული რეკვიზიტები, ყალბი ფული და სხვა აკრძალული ნივთები. ამოღებულ კომპიუტერებზე იმყოფებოდა დაახლოებით 1.5% მთელი ბიტკოინებისა, რომლებიც 2013 წელს იყვნენ ბრუნვაში. მაგრამ შემდეგ მთავრობამ დიდი ნაწილი გაყიდა.

9. აშშ-ში ბიტკოინებიდან მიღებული შემოსავალი იბეგრება
აშშ-ს მთავრობა ბიტკოინს, როგორც რეალურ ვალუტას, ისე განიხილავს. თუ მისი გამოყენებისას შემოსავალი მიიღეთ, მაშინ ის უნდა გამოაქვეყნოთ და 10-37% ბეგარა უნდა გადაიხადოთ.

10. ბიტკოინით პირველად პიცა შეიძინეს
პროგრამისტმა ლასლო ჰანიეცმა 10 000 ბიტკოინი დახარჯა ორი პიცის საყიდლად. მაშინ ეს 40 ამერიკულ დოლარს უდრიდა, ახლა კი 10 000 ბიტკოინი 80 000 000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტია.

წყარო: sravni.ru