onlain sesxebi - ყველა

როგორ გვიხსნის ხელოვნური ინტელექტი თაღლითებისგან

1. ბანკები კლიენტებს ინტერნეტსა და ტელეფონში თავიანთი"კვალის" მეშვეობით ამოიცნობენ
მოუხერხებელი სავერიფიკაციო კითხვები (მაგალითად, პასპორტის ნომერი ან კოდური სიტყვა) შეიცვლება ხმისა და კლიენტის ქცევის ამომცნობი ტექნოლოგიით.

2. ხმის მენიუ მიხვდება, რომ კლიენტი გაბრაზებულია და მის დაწყნარებას შეეცდება
ჩატ-ბოტები და IVR (ხმის მენიუ) შეამცირებენ კლიენტის პრობლემის მოგვარების დროს. ისინი იმდენად ჭკვიანები იქნებიან, რომ კლიენტთან ნებისმიერ თემაზე შეძლებენ საუბარს და ადამიანის მეტყველების 100%-ს გაარჩევენ, ამით ისინი ჩაანაცვლებენ კონტაქტ-ცენტრების თანამშრომლებს.

3. ბანკები სწრაფად მოაგროვებენ "სამხილებს" თაღლითებზე, ისინი კი გაიქცევიან
საბანკო თაღლითობის გამოვლენა აქტიურად გადადის ციფრულ სივრცეში. ინფორმაცია ინტერნეტიდან, აპლიკაციებიდან, გაჯეტებიდან, ასევე მობილური ოპერატორებიდან გროვდება და ამ გამოცდილებით ვლინდება დამნაშავე.
ამ ციფრულ მონაცემების მიხედვით მიმდინარეობს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემების შექმნა და განვითარება. ასეთი სისტემები ფინანსურ თაღლითობას არაეფექტურს გახდიან, რის გამოც უამრავი თაღლითური სქემა გაქრება.

4. ბარათიდან ფულს ვერ მოგპარავენ მაშინაც კი, თუ პაროლს გამოგტყუებენ
თაღლითური სოციალური ინჟინერია, როცა თაღლითი თავს ბანკის თანამშრომლად გვაჩვენებს, გამოგვტაცებს მონაცემებს, ასევე დამარცხდება. უკვე ახლა მზადდება ისეთი საგადასახადო სისტემები, რომლებიც თაღლითური ტრანზაქციების დიდ ნაწილს დაბლოკავენ. ასეთი მოდელები აგებულია მომხმარებლის ტრანზაქციულ ისტორიაზე და მის ქცევაზე.

5. პინ კოდი შეგიძლიათ დაივიწყოთ, ის აღარ დაგჭირდებათ
სულ რაღაც 5 წლის წინ ბანკები არ ჩქარობდნენ თითის ანაბეჭდის შემოღებას, რადგან ეშინოდათ, რომ კლიენტი არ მიიღებდა დაცვის ისეთ საშუალებას, რომელიც კრიმინალისტიკაში გამოიყენება. ამ ტექნოლოგიის ჩანერგვამ სმარტფონებში დაამსხვრია ყოველგვარი სტერეოტიპი და თანდათან აჩვევს კლიენტს იდენტიფიკაციის ამ მეთოდის გამოყენებას.
ასევე თანდათან ვითარდება ფოტო-ბიომეტრია, რომელიც გამოირჩეოდა საეჭვო ამომცნობი მექანიზმით, თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა და სისტემას შეუძლია უმაღლეს დონეზე ამოიცნოს თავისი მომხმარებელი.

6. სამუშაოზე აყვანისას ბანკები შეწყვეტენ წინა დამსაქმებლებთან რეკვას
თანამშრომლების მიღებისას შემოწმება მალე მთლიანად ავტომატიზირებული გახდება. ყოფილ დამსაქმებლებს აღარ დაურეკავენ - სპეციალური შემფასებელი ტექნოლოგიის წყალობით. ის შეამოწმებს მის ქცევას და სხვადასხვა რისკ-ფაქტორებს სოც. ქსელიდან და წინა სამსახურებიდან.

წყარო: sravni.ru