onlain sesxebi - ყველა

"ოქროს ციებ-ცხელება" კალიფორნიაში

"ოქროს ციებ-ცხელება" კალიფორნიაში


1848 წლის 24 იანვარს ჯეიმს მარშალმა, ჯონ სატერის ხე-ტყის გადამამუშავებელის მუშამ, წყლის წისქვილში აღმოაჩინა ოქროსფერი მეტალის ნაჭრები. ის მაშინვე უფროსთან გაიქცა. მათ საგულდაგულოდ შეამოწმეს ნაპოვნი მასალა და აღმოაჩინეს, რომ ეს იყო ოქრო.

ვერ ვიტყვით, რომ ახალმა ამბავმა გაახარა სატერი. მან ბევრი იშრომა, რათა აშშ-სგან მიწა შეესყიდა კალიფორნიაში. მიხვდა, რომ თუ ეს ამბავი გახმაურდებოდა, მის ბიზნესს სერიოზული საფრთხე დაემუქრებოდა. დაიწყებოდა განძის მაძიებელთა მასობრივი შემოდინება.

სატერმა მარშალს ამ ამბის საიდუმლოდ შენახვა სთხოვა, მაგრამ დაიმალებოდა კი ასეთი სენსაციური სიახლე დიდ ხანს?

მალე ხმები გავრცელდა და უკვე მარტში სატერის საკუთრებაში რამდენიმე მზვერავი გამოჩნდა. 1848 წლის აგვისტოში კი რაშენ-რივერის აურაცხელ ოქროზე გაზეთ New York Herald-ში სტატიაც გამოქვეყნდა. სატერის ყველა მოლოდინი გამართხლდა: აქ უამრავი ოქროს მაძიებელი ჩამოვიდა. ჩავარდა მისი ბიზნესი, მუშები განუდგნენ, ხალხი მის მიწაზე სახლდებოდა და ყველაფერს სტაცებდა.

"ოქროს ციებ-ცხელება" კალიფორნიაში


მოკლე დროში სან-ფრანცისკოს მოსახლეობა მრავალჯერ გაიზარდა. დაახლოებით 300 000-მდე ადამიანი ჩამოვიდა კალიფორნიაში ოქროს საძიებლად. აშშ-ს მთავრობამ უცხოელებს თვეში 20$-ის გადასახადიც კი დაუწესა, მაგრამ ვის შეაჩერებდა ეს? ყველა უფრო მეტზე ოცნებობდა.

ვიღაც ნამდვილად მოკლე ხანში გახდა მილიონერი, მაგრამ ბევრს ბედმა არ გაუღიმა. მათ დაკარგეს, ფული, სახლი, მთელი ქონება და ღარიბ ხალხად გადაიქცნენ. ამბობენ, რომ "ოქროს ციებ-ცხელებით" ყველაზე მეტი იშოვეს არა მაძიებლებმა, არამედ კომერსანტებმა, რომლებსაც პროდუქტები, ტანსაცმელი და ინვენტარი ჩამოჰქონდათ კალიფორნიაში. მათ ნამდვილად დიდი ფული იშოვნეს. მხოლოდ 1850 წლის მონაცემებით, კალიფორნიაში ოქროს მოპოვებით 57 000 ადამიანი იყო დაკავებული.

1852-ში ოქროს მოპოვება შემცირდა, რადგან მაძიებლები მეტნი ხდებოდნენ, ოქრო კი - მცირდებოდა. ამ საქმის მარტივად გაკეთებას უკვე აღარავინ ელოდა. მალე საძებარზე ჩამოსულებმა კალიფორნიის დატოვება დაიწყეს და "ოქროს ციებ-ცხელებაც" 1855 წელს აქ დასრულდა.

სან-ფრანცისკო უზარმაზარ ქალაქად გადაიქცა, ხოლო მისტერ სატერის ქონება კი... მთლიანად განადგურდა.

წყარო: i-fakt.ru
Регистрация