mome.ge

როგორ გავმდიდრდეთ და გავბედნიერდეთ 7 დღეში

როგორ გავმდიდრდეთ და გავბედნიერდეთ  7 დღეში


ორშაბათი: გაარკვიეთ, ასაკის მიხედვით რამდენი ფული უნდა იშოვოთ

ეცადეთ, რომ ყოველთვიური შემოსავლის 10-15% გვერდზე გადადოთ. ერთ-ერთი საინვესტიციო კომპანია გვირჩევს, რომ 30 წლისთვის დაგროვებულმა თანხამ ერთი წლის შემოსავალი უნდა შეადგინოს. 40 წლისას - 3 წლის. ხოლო 60 წლისას უკვე 8 წლის ნამუშევარი უნდა გქონდეთ დაგროვებული.

სამშაბათი: ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა გჭირდებათ რეალურად?

ნიუ-იორკელმა ფსიქოთერაპევტმა თქვა, რომ ჩვენ გვინდა დიდი რაოდენობით ის, რაც გვაბედნიერებს. რაც უფრო კარგად შეიცნობთ თავს, მით უფრო მალე აღმოაჩენთ განსხვავებას სურვილსა და აუცილებლობას შორის.

ჩვეულებრივ, ხალხს სწადია მეტი საკვები, ფული, მეგობარი, ნივთი, დრო, ყურადღება. მაგრამ რა გჭირდებათ სინამდვილეში?

ოთხშაბათი: იპოვეთ ადამიანი, რომელიც თქვენი ქონების წარმართვას შეძლებს

თუ თქვენ გყავთ შვილები, უძრავი ქონება ან დანაზოგი, მაშინ უნდა დაფიქრდეთ, რა იქნება, თუ რაიმე მოგივათ. რაც უფრო დიდია თქვენი ასაკი, მით უფრო აქტუალურია ამ პრობლემის გადაჭრის აუცილებლობა. თუ წინასწარ დაწერთ ანდერძს ან იპოვით ადამიანს, რომელიც შვილებს მოუვლის, მაშინ ეს აჩვენებს, რომ საკუთარი ოჯახი გადარდებთ.

ხუთშაბათი: თუ მუშაობთ სახლში, ეცადეთ ადგილი შეიცვალოთ

ტანზა ლანდენბეკმა დაიწყო მუშაობა სახლიდან და დროთა განმავლობაში მიხვდა, რომ მისი პროდუქტიულობა დაქვეითდა. ის ერთი თვის განმავლობაში ცდილობდა რაღაცის შეცვლას. ამ პრობლემის გადაწყვეტა მარტივად - გარემოს შეცვლით მოხერხდა. ის ყოველდღე ცდილობს მინიმუმ 2 საათი იმუშაოს, არა სამუშაო მაგიდასთან, არამედ რომელიმე სხვა ოთახში. კიდევ, კვირაში ერთი დღე ის ბინის ფარგლებს სცდება და სხვაგან მუშაობს, მაგალითად, კაფეში. ამით ის მონოტონურობას არიდებს თავს.

პარასკევი: დააყენეთ ელექტრონული ფოსტის ფილტრი

ერთ-ერთი კომპანიის დირექტორის მოადგილემ ლიბი კეინმა განაცხადა, რომ ინტერნეტში ფულის ხარჯვის შეწყვეტის საუკეთესო გზაა ფოსტის გაფილტრვაა. საჭიროა ერთი გარკვეული საქაღალდის შექმნა, სადაც მოვა ყოველგვარი შეტყობინება საყვარელი ბრენდებისგან. საქაღალდეში უნდა ჩაიხედოთ მხოლოდ მაშინ, როცა რაიმე ნამდვილად ძალიან გჭირდებათ.

შაბათი: დაწერეთ სამი რამ, რაც გაბედნიერებთ

Facebook-ის ოპერაციული დირექტორის შერილ სენდბერგის სტრატეგიით, რომელიც მან მეუღლის გარდაცვალების გადატანაში დაეხმარა, საჭიროა ძილის წინ გახარებისა და ბედნიერების 3 მომენტი ჩაიწეროთ. აკეთეთ ეს ყოველ საღამოს. ასეთმა ჩანაწერებმა შეცვალა მისი ცხოვრება. ყოველდღე ის პოზიტიური აზრებით იძინებს.

კვირა: შეადგინეთ საქმეთა განრიგი და მოამზადეთ სპორტული ტანსაცმელი ხვალისთვის

ერთ-ერთი ყოფილი სამხედროს თქმით, არსებობს ორი რამ, რასაც ყოველ საღამოს აკეთებს, რათა შემდეგი დღე ეფქტური იყოს. უპირველესად, ის წინასწარ ამზადებს ტანსაცმელს ვარჯიშისთვის. მეორე - ის ადგენს ხვალ გასაკეთებელი საქმეების განრიგს. ეს ყველაფერი სწრაფად უნდა გააკეთოთ, რათა თავი ბედნიერად იგრძნოთ.

წყარო: sravni.ru
Регистрация