onlain sesxebi - ყველა

6 ბიზნეს რჩევა უოლტ დისნეისგან

1. არასოდეს დანებდე
უოლტ დისნეი მდიდარი და ცნობილი არ დაბადებულა. პირველი ბიზნესი 19 წლისამ გახსნა. ეს იყო მცირე მხატვრული სტუდია, რომელიც თითქმის მაშინვე გაკოტრდა. ერთი წლის შემდეგ დისნეიმ გახსნა მორიგი ანიმაციური სტუდია, რომელმაც ასევე კრახი განიცადა შემოსავლების უქონლობის გამო.
მაგრამ უოლტ დისნეი არ ნებდებოდა. "თითოეული უბედურება და თითოეული ჩემი პრობლემა უფრო მაძლიერებდა. შეიძლება თავიდან ვერ მიხვდეთ, როდის ხდება ეს, მაგრამ მუშტი სახეში შეიძლება თქვენთვის მსოფლიოში საუკეთესო მოვლენა აღმოჩნდეს" - ამბობდა ის.

2. ნებისმიერი პრობლემა მოაგვარე
უოლტ დისნეი შეუდარებლად უმკლავდებოდა ნებისმიერ სირთულეს. წინდახედულობა ეხმარებოდა, ნებისმიერი პრობლემა ახალ შესაძლებლობად გადაექცია.

ერთხელ საკუთარ ქალიშვილთან ერთად პარკში მივიდა, რათა ატრაქციონებზე გაერთო ის. მან შეამჩნია, რომ ატრაქციონები საშინლად ბინძური, თანამშრომლები კი უხეშები იყვნენ. დისნეი სერიოზულად დაფიქრდა ამ პრობლემაზე, მაცხოვრებლებს სჭირდებოდათ სუფთა, უსაფრთხო ადგილი, სადაც შიშის გარეშე წავიდოდნენ ბავშვებთან ერთად. ასე გაჩნდა დისნეილენდის იდეა.

3. უნდა იყოთ მზად ყველაფრის თავიდან დასაწყებად
ითვლება, რომ დისნეის პირველი მულტიპლიკაციური ვარსკვლავი იყო მიკი მაუსი. მაგრამ ეს არც ისე მართებული ვერსიაა. პირველი ცნობილი პერსონაჟი იყო კურდღელი ოსვალდი. დისნეიმ ის სტუდია Universal-ისთვის დახატა.
ოსვალდი გახდა პოპულარული მულტიპლიკაციური გმირი. და როცა დისნეი კონტრაქტის მეორედ გასაფორმებლად მივიდა, აღმოჩნდა, რომ ის საავტორო უფლებებს აღარ ფლობდა, და რაც ყველაზე საშინელი იყო, Universal-ში დისნეის ანიმატორების მთელი ჯგუფი გადავიდა.
უოლტი სახლში დაბრუნდა, თან აღარაფერი ჰქონდა, და ყველაზე წარმატებული პერსონაჟიც აღარ ჰყავდა. ყველაფერი თავიდან უნდა დაეწყო. "მიკი მაუსი ჩემი ტვინიდან სახატავ ფურცელზე 20 წლის წინ გადმოხტა, როცა მანჰეტენიდან ჰოლივუდში მივდიოდი, შემოსავლები პრაქტიკულად ნული იყო, კატასტროფა კი, გარდაუვალი იყო." - იხსენებდა უოლტ დისნეი.

4. იყავით ნიჭიერ კაცთა გარემოცვაში
დისნეი თვლიდა, რომ მას არ ჰქონია გამორჩეული სამხატვრო ნიჭი. "პირველი მულტფილმი 1920-ში დავხატე. რა თქმა უნდა, მაშინ გმირები მთლიანად პრიმიტიულები იყვნენ", - აღიარებდა მულტიპლიკატორი.

მიკი მაუსის პირველი ვერსია დახატა მხატვარმა აბ აივერკსმა, რომელიც დისნეის სტუდიასი მისი დაფუძნების დღიდან მუშაობდა. დისნეის ნიჭი იყო არა ხატვა, არამედ - გამოგონება. ასე რომ, საკუთარი იდეების რეალიზაციისათვის მას შეეძლო საუკეთესო მხატვრები და ანიმატორები დაექირავებინა.

5. იყავი ცნობისმოყვარე
უოლტ დისნეის ყველაფერი აინტერესებდა, მისმა ლტოლვამ რაღაც ახლისკენ მიგვიყვანა მულტიპლიკაციურ რევოლუციამდე.

დისნეიმ შექმნა პირველი ხმიანი მულტფილმი, პირველი ფერადი მულტფილმი და პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური მულტფილმი. მანამდე მულტიპლიკაცია მოიცავდა სულელურ ვიდეოებს, რომლებსაც კინოსეანსების დასაწყისში აჩვენებდნენ.

6. იბრძოლეთ მრავალფეროვნებისთვის
უოლტი არ იდგა ერთ ადგილზე და არ უყურებდა, როგორ წარმატებულად შექმნა სტუდია. მან დაიწყო მხატვრული და დოკუმენტური ფილმების გადაღება, ტელეჩვენების განვითარება, პარკების მშენებლობა.
ის ამბობდა, რომ დრო დაა პირობები ზემდეტად სწრაფად იცვლებოდნენ. მხოლოდ მომავალზე უნდა გვეფიქრა და ასი წლის შემდეგაც ეს თემა აქტუალურია.

წყარო: sravni.ru