onlain sesxebi - ყველა

20 ყველაზე ლამაზი ქვეყანა მსოფლიოში

  1. ვიეტნამი. ტურისტებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მდელოები, რომლებზეც ბრინჯი მოჰყავთ. ასევე უნდა გასინჯოთ ადგილობრივი ყავა რძესთან ერთად. უგემრიელესია!

  2. ხორვატია. ყველაზე ტურისტული ქალაქები დუბროვნიკი და სპლიტია. ისინი ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე არიან განთავსებულნი. ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული გახდა სპლიტი იქ მიმდინარე "სამეფო კარის თამაშების" გადაღებების გამო.

  3. ირლანდია. აქ შეხვდებით უამრავ სალ კლდესა და მაღალ ბორცვს. მოგზაურობა გულგრილს არავის დატოვებს!

  4. ნორვეგია. ქვეყანა, ცნობილი თავისი ფიორდებით - მთებში ღრმად შეჭრილი ხეობებით, საიდანაც შეგიძლიათ ჩრდილოეთის ციალით დატკბეთ.

  5. პერუ. აქ ინკების ცივილიზაციის კვალი დღემდეა შემორჩენილი. ასევე ტროპიკული ტყეები და ხელუხლებელი მთები.

  6. შვეიცარია. ქვეყანაში ყველანაირი პირობაა შექმნილი მთაში დასასვენებლად - ციცაბო ფერდობები და კომფორტული შალე.

  7. ფინეთი. აქ ცხოვრობს ნამდვილი სანტა-კლაუსი, დიახ, ასევე გელით ჩრდილოეთის ველური ბუნება და ცნობილი ფინური საუნა.

  8. ინდოეთი. წელიწადში მილიონობით ტურისტი ჩამოდის ტაჯ-მაჰალის სანახავად, ჰიმალაის დასალაშქრად ან უბრალოდ სანაპიროზე დასასვენებლად.

  9. მექსიკა. აქ შემონახულია მაიას ტომის პირამიდები, რომლებიც 2500 წელს ითვლიან. ასევე აქაა საოცარი სამზარეულო და უმაღლესი დონის სანაპიროები.

  10. სლოვენია. პატარა ქვეყანას უამრავი ისტორიული ღირსშესანიშნაობა გააჩნია. განსაკუთრებით მიმზიდველი ადგილია გაყინული ტბა ბლედი.

  11. უელსი. სამეფო ცნობილია თავისი სასახლეებით, კლდეებით, ველური ტბებით და ლეგენდებით მეფე არტურის შესახებ.

  12. აშშ. ტურისტებს ძალიან იზიდავს სხვადასხვა ეროვნული პარკები: გრანდ კანიონი, იელოუსტოუნი,სეკვოია და სხვა.

  13. ისლანდია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ჩრდილოეთში იმყოფება, იქ ბევრი გეიზერია, რომელშიც მთელი წლის განმავლობაში თბილი აბაზანის მიღება
    შეგიძლიათ.

  14. ინგლისი. მილიონობით ტურისტი ჩამოდის ლონდონის ღირსშესანიშნაობების სანახავად, ასევე არ გამორჩებათ სტოუნჰენჯი.

  15. ინდონეზია. ქვეყანა შედგება 13 000 კუნძულისგან, რომელთაგან თითოეული მშვენიერ დასვენებას ჰპირდება სანაპიროს მოყვარულთ.

  16. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. შეგიძლიათ ჩახვიდეთ ეროვნულ პარკში და იხილოთ: სპილოები, ჟირაფები, მარტორქები, ლომები და კამეჩები.

  17. იტალია. ქვეყანა, სადაც მშვენიერია ყველაფერი - არქიტექტურა, სამზარეულო, მაღაზიები და ხელოვნება.

  18. ახალი ზელანდია. ამ ქვეყანაში ცოტა ვინმე თუ ყოფილა, რადგანაც ის "მსოფლიოს დასალიერში" იმყოფება, თუმცა აქ უამრავი ლამაზი ადგილია: ვულკანები, გეიზერები, ჩანჩქერები.

  19. კანადა. იცოდით, რომ ნიაგარის ჩანჩქერის უდიდესი ნაწილი კანადაში იმყოფება? აქ ბუნების სანახავად მილიონობით ტურისტი ჩამოდის.

  20. შოტლანდია. ტურისტებს ხიბლავთ მთებზე აღმართული მომაჯადოვებელი სასახლეები, ველური სანაპიროები და ლოხ-ნესის ტბა, რომელზეც უამრავ ლეგენდას
    მოისმენთ.

წყარო: sravni.ru