onlain sesxebi - ყველა

7 საიდუმლო მილიარდერებზე ყოფილი მსახურთუფროსისგან

ამერიკელი დევიდ იუდოვინი ერთ-ნახევარი წლის განმავლობაში მილიარდერის ოჯახში მუშაობდა მსახურთუფროსად. ახლა კი ის გვიყვება იმაზე, თუ რამ გააოცა ყველაზე მეტად მათ ცხოვრებაში.
7 საიდუმლო მილიარდერებზე ყოფილი მსახურთუფროსისგან
1. ოჯახი - ეს ყველაფერია
აზრი არ აქვს დიდი ქონების დაგროვებას, თუ მის გაყოფას ახლო ადამიანებთან ვერ მოახერხებთ. მილიარდერთათვის ოჯახი ყოველთვის პირველ ადგილზეა.

2. ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია
მილიარდერები რეგულარულად ზრუნავენ ჯანმრთელობაზე. მათ ჰყავთ პირადი სამედიცინო პერსონალი, ექიმები და მედდები, რომლებიც ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომნი არიან ოჯახისთვის.

3. მდიდარი ხალხი უბრალო ხალხია
დევიდს მრავალი სხვადასხვა შემოსავლის მქონე ადამიანთან მოუწია ურთიერთობა და მიხვდა, რომ თუ მათ მეგობრულად და პატივისცემით მოეპყრობი, მათგან იგივეს მიიღებ. მნიშვნელობა არ აქვს, რაზე მუშაობენ და რამდენი ფული აქვთ ანგარიშზე.

4. დაზოგილი თეთრი - ნაშოვნი თეთრია
უდიდესი სიმდიდრის მიუხედავად, მის ბოსს ეკონომია ძალიან უყვარდა. ერთხელ გაზეთიდან სარეცხი ფხვნილის კუპონიც კი ამოჭრა. როცა მილიარდერი ხარჯავს დროს, რათა 50 ცენტი დაზოგოს, ეს რაღაცაზე მიგვანიშნებს.

5. მდიდრები ყოველთვის ძუნწები არ არიან
მით უმეტეს, მისი უფროსი იყო ყველაზე გულუხვი ადამიანი, რომელსაც ოდესმე შეხვედროდა. ბევრი თვლის, რომ მილიარდერის მსახური იღებს ცოტა ხელფასს, ცხოვრობს შესანიშნავი სასახლის სარდაფში და უფროსის ნებისმიერ კაპრიზს 24/7 რეჟიმში ასრულებს. მაგრამ ეს ტყუილია. დევიდს ჰქონდა მაღალი ხელფასი, კარგი დაზღვევა, შესანიშნავი ბონუსები და პრემიები, მშვენირი ცხოვრება და ზრდის შესაძლებლობც.

6. ლამაზი გარემო შთააგონებს
ბევრი მილიარდერის სახლი მუზეუმს ან სასურათე გალერეას ჰგავს. მსახურთუხუცესს უდიდესი საოჯახო კოლექციის მოვლა მოუწია. მას შემდეგ ის შესანიშნავად ერკვევა ხელოვნებაში და ძალიანაც უყვარს ის.

7. პირადი მომსახურება კვალიფიკაციას საჭიროებს
ბევრი თვლის, რომ სახლის საქმეების წაძღოლა შეუძლია ნებისმიერს, ვისაც ოდესმე საკუთარი სახლი დაულაგებია. მაგრამ არა. პირადი მომსახურების ინდუსტრიაში მხოლოდ საუკეთესოები აჰყავთ სასტუმროებიდან, რესტორნებიდან და ლუქს კლასის სერვისებიდან. მათ მოეთხოვებათ თვისებები, რომლებიც ხუთვარსკვლავიან კურორტებს შეესაბამება.

წყარო: sravni.ru