mome.ge

5 ნიშანი იმისა, რომ მილიონერი გახდებით

5 ნიშანი იმისა, რომ მილიონერი გახდებით
1. თქვენ იწყობთ წარმატებულ კარიერას
ახალი მილიონერები ხშირად საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფინანსების სფეროდან ჩნდებიან. დღეს შეიძლება ძალიან ცოტას შოულობდნენ, მაგრამ მათი შემოსავალი, კარიერულ კიბეზე აღმასვლასთან ერთად, დღითიდღე გაიზრდება.

2. თქვენ მაღალი შემოსავალი გაქვთ
მაღალ შემოსავლად შეგვიძლია ჩავთვალოთ ის, რაც 125 000 დოლარს (300000 ლარი) შეადგენს წელიწადში. თუ თქვენ ამდენს შოულობთ, მაშინ მეტის შოვნის შესაძლებლობაც დიდია. ასეთი მინიმალური ტემპით 8 წელიწადში პირველ მილიონსაც იშოვით.

3. ფულს თავად შოულობთ
მილიონერების 80%-მა თავად იშოვა ფული, 20%-ს უბრალოდ გაუმართლა - დიდი ფული მათ მემკვიდრეობით ან შემთხვევითობით ერგოთ.

4. თქვენ ინვესტირების გრძელვადიანი სტრატეგია გაქვთ
მილიონერთა სამი მეოთხედი თავისი აქტივების ინვესტირების გრძელვადიან გეგმას ქმნის. ისინი არ შემოიფარგლებიან მხოლოდ ერთი ბაზრით ან ერთჯერადი ხელშეკრულებებით.

5. თქვენ რისკავთ
მილიონერები მზად არიან ჩადონ ფული სარისკო პროექტებში, საიდანაც შემოსავალი შეიძლება წლების შემდეგ მიიღონ.

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მილიონერად გახდომა ძნელი საქმეა. დიახ, ეს ასეა, მაგრამ მაინც შესაძლებელია. თუ გინდათ, რომ 2038 წლისთვის ამას მიაღწიოთ, ყოველ თვე 4170 დოლარი უნდა გადადოთ. მაგრამ თუ ამ ფულს გონივრულად გამოიყენებთ, პირველი მილიონი თავად მოვა თქვენთან.

წყარო: sravni.ru
Регистрация