onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები დოლარის ნიშანზე

საინტერესო ფაქტები დოლარის ნიშანზე
ოფიციალური ვერსია იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა ეს ნიშანი, არ არსებობს. ზოგი მკვლევარი თვლის, რომ როცა ესპანელებს ამერიკიდან ოქრო გამოჰქონდათ, ზოდებზე ასო S-ს აღბეჭდავდნენ, რაც ესპანეთს აღნიშნავდა. ზოდების ესპანეთში ჩამოსვლის შემდეგ ერთ ვერტიკალურ ზოლს ამატებდნენ, კოლონიაში გაშვებისას კი კიდევ ერთს.

სხვები ამტკიცებენ, რომ სიტყვა 'პესო' შემცირდა ასო P-მდე, მის მარჯვენა ზედა კუთხეში კი პატარა s გამოისახებოდა და მრავალზე მიუთითებდა. თანდათან P-სგან დარჩა მხოლოდ ვერტიკალური ხაზი და მას ზემოდან მოექცა S-ი.

ასევე ვარაუდობენ, რომ ნიშანი $ აღნიშნავს ლენტებით შემორტყმულ ჰერკულესის ორ სვეტს, ესპანურ გერბს, რაც აღნიშნავს ძალასა და ძალაუფლებას, ასევე ფინანსურ კეთილდღეობასა და სტაბილურობას.

მეტად გავრცელებული ვერსიის თანახმად, 1778 წელს ამერიკელმა ბიზნესმენმა ოლივერ პოლოკმა გამოიყენა ეს ნიშანი თავის ბუღალტერულ წიგნაკებში. როგორც ცნობილია, ის აქტიურად აფინანსებდა ამერიკელ პატრიოტებს და ინტენსიურ ვაჭრობას აწარმოებდა ესპანეთთან. ამ ყველაფერს კი ანგარიშებში სწორედ $ ნიშნით გადაიტანდა.

წყარო: i-fakt.ru