mome.ge

9 ტრიუკი რესტორნის მენიუში, რომელიც მეტის ხარჯვას გაიძულებთ

1. ლამაზი სახელები
მენიუში, ჩვეულებრივ, აღმოჩნდება ხოლმე არა მხოლოდ ნაყინი, არამედ "ტკბილი" ან "კრემისებრი". ხორცს ჩვეულებრივ უმატებენ ზედსართავ "წვნიანს". რესტორნები ცდილობენ, რომ გემრიელი იყოს არა მხოლოდ თავიანთი კერძები, არამედ მათი სახელებიც კი.
გარდაამისა, ჩვეულებრივი პროდუქტების სახელებიც კი შელამაზებულია. მაგალითად, "ჭარხლის" მაგივრად შეიძლება შეხვდეთ "ჭარხლის ფესვებს". ნამდვილად კარგადაა მოფიქრებული.

2. მენიუში ვალუტის ნიშნები არაა
ზოგიერთი რესტორანი უკვე აღარ აღნიშნავს ლარს მენიუში, არამედ უბრალოდ ციფრს წერს. მაგალითად, "ხაჭაპური - 8". უნებურად შეიძლება ჩათვალოთ, რომ ეს იაფია.

3. ფასის 1 თეთრით დაწევა
ყველამ იცის, რომ 7 უფრო ცოტაა ვიდრე 8. ამიტომაც მენიუში ხშირად შეხვდებით ფასებს, რომლებიც 99-ზე ან 95-ზე მთავრდებიან.

4. "საოჯახო" დასახელებები
ზოგიერთ რესტორანს უყვარს დასახელებაში სიტყვა "ბებიას", "დედას" ან "დეიდას" ჩამატება. თქვენ ხედავთ სახელს და მაშინვე წარმოიდგენთ რაიმე მშობლიურს - მაგალითად, ბებიას ორცხობილას. ბავშვობის მოგონებები გაიძულებთ ამ კერძის შეკვეთას.

5. ეთნიკური ტერმინები
მაგალითად, იტალიურ რესტორანში შეიძლება შემოგთავაზონ "პასტა კრევეტებთან ერთად" ან "ტაგლიატელე სკამპი". სინამდვილეში ეს ერთი და იგივეა - უბრალო სპაგეტი. მაგრამ იტალიური იდუმალი სახელი მას უფრო მიმზიდველს ხდის.

6. ფასების კონტრასტი
10.00 ლარის ღირებულების ქვევით შეიძლება შეხვდეთ 15.00 ლარის ღირებულების კერძს. ასეთ შემთხვევაში 10 ლარი უფრო მომგებიანი გვგონია. რესტორნები ამ ეშმაკობას მიმართავენ იმისთვის, რომ თქვენ გეგონოთ, რომ ფული დაზოგეთ.

7. "სპეციალური" კერძები
იაფფასიანი რესტორნები ხშირად მიმართავენ ამ ხერხს, რათა მენიუდან ზოგიერთი კერძი გამოყონ. ფასებიც მათზე უფრო მაღალია, ვიდრე დანარჩენებზე. მაღალი კლასის რესტორნები ამას იშვიათად სჩადიან.

8. სწორი მიმდევრობა
როგორც სტატისტიკა გვაჩვენებს, სტუმრები კატეგორიაში სწორედ პირველ კერძს უკვეთავენ. მაგ.: თუ მათ სჭირდებათ წვნიანი, სავარაუდოდ, ისინი პირველს ან მეორეს აირჩევენ. ხანდახან იქ უბრალოდ ძვირი კერძებიც ხვდება.

9. ტრიუკები მენიუში
კვლევები გვეუბნებიან, რომ სტუმრები თავდაპირველად ზედა მარჯვენა კუთხეში უყურებენ მენიუს, შემდეგ კი - ქვედა მარცხენაში. ამ მიზეზით, რესტორნები ყველაზე ძვირადღირებულ კერძებს ზედა მარჯვენა კუთხეში ათავსებენ. ეს ზედმეტ ყურადღებას იქცევს.

წყარო: sravni.ru
Регистрация