onlain sesxebi - ყველა

4 ნიშანი იმისა, რომ ახლა სესხის აღების დრო არაა

1. ქრონიკული ვალები
რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან შოპინგის მოყვარულები და პათოლოგიური მოვალეები, რომლებიც ერთ ვალს მეორეს დასაფარად იღებენ. რათა იცხოვრონ "ერთი ხელის მოსმით", რისი ძალაც მათ ჯიბეებს ნამდვილად არ შესწევს.

2. ფინანსური დისტროფია
თუ გასავალი შემოსავალს არ ეწყობა, ესე იგი მათ მფლობელს უბრალოდ არ შეუძლია ბიუჯეტის დაგეგმვა. ასეთ ადამიანებს ხშირად ხელფასი პირველივე კვირაში შემოეხარჯებათ ხოლმე.
"ჯანმრთელ" ბიუჯეტს სჭირდება შემოსავკების კარგი გათვლა და მათი ზომიერად გადანაწილება. სანამ ეს არ მოხდება - კრედიტის გაფორმებაც არ ღირს.

3. დადის ხმები
პრობლემებზე კომპანიისა, რომელშიც შენ მუშაობ, როგორც წესი, შეგიძლია წინასწარ გაიგო. მაგალითად, ხელფასის დაგვიანება, პრემიების და ბონუსების ჩამოჭრა, პერსონალის შემცირება, ან უკვე არსებული ხმები მათზე მიუთითებენ. ასეთ სიტუაციაში ვალის აღება, რაღაცის ყიდვა სახიფათოა. პირიქით, უნდა შექმნა უსაფრთხოების ბალიში და გასავალი შეამციროთ.

4. არ დაიტვირთოთ
უკვე გაქვთ ერთი გრძელვადიანი კრედიტი (იპოთეკა ან ავტოკრედიტი), აქ კი ბანკი კიდევ ერთ, სამომხმარებლო სესხს გთავაზობთ. იქნებ რემონტისთვის, შვებულებისთვის თუ უბრალოდ ჯობს საკრედიტო ბარათი აიღოთ ყოველდღიური სურვილების დასაკმაყოფილებლად? მაგრამ ნუ იჩქარებთ! სტაბილურ დროში ოჯახის ფინანსური დატვირთვა 40%-ზე მეტს არ უნდა შეადგენდეს. კრიზისულ დროში კი ეს მაჩვენებელი 20-30%-მდე უნდა დასწიოთ.
ასევე, სანამ სესხს აიღებთ, უნდა შეამოწმოთ საკუთარი ფინანსური დისციპლინა. ამისათვის მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში ოჯახის ბიუჯეტიდან უნდა გამოყოთ იმდენი, რამდენიც მთელი გასავალის გასასტუმრებლადაა საჭირო. ასე წინასწარ მოემზადებით გადახდისთვის და "უსაფრთხოების ბალიშსაც" შექმნით.

წყარო: sravni.ru