onlain sesxebi - ყველა

15 რამ, რაც 20 წლის ასაკში უნდა ისწავლოთ, რომ ბედნიერი იყოთ

1. მიიღეთ და გიყვარდეთ საკუთარი თავი
უნდა გესმოდეთ საკუთარი თავის, არ უნდა ლანძღავდეთ მას შეცდომების გამო და მათზე სწავლობდეთ. ეს წარმატებულს გაგხდით.

2. ისწავლეთ "არას" თქმა
რაც უფრო ადრე ისწავლით ამას, მით უკეთესი იქნება. უსარგებლო შემოთავაზებებზე უარის თქმით შეძლებთ, აირჩიოთ ის, რაც ზუსტად თქვენ გჭირდებათ, და არა სხვებს. მთავარია იყოთ თავაზიანი, მაგალითად, გამოიყენეთ ფრაზა: "კარგი შემოთავაზებაა, მაგრამ...".
თუ დავალებას უფროსი გაძლევთ სამუშაოზე, თქვენ კი უამრავი საქმე გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ უთხრათ: "მოხარული ვიქნებოდი, რომ ეს პროექტი გამეკეთებინა, მაგრამ ახლა რაღაცაზე ვმუშაობ და გადადება მომიწევს. თანახმა ხართ?"

3. გარისკეთ
შეიძლება, ესაა საუკეთესო დრო, რომ რამდენიმე ნახტომი გააკეთოთ ცხოვრების გრძელ ბილიკზე. თუ შეძლებთ, შეძლებთ, თუ წარმატებას ვერ მიაღწევთ, მაშინ ეს იქნება შესანიშნავი ისტორია, რომელსაც 40 წლის ასაკში მოყვებით. ახალგაზრდულ ასაკში თქვენ გაქვთ ენერგია, სიმამაცე და სული, რათა წაქცევისას წამოდგომა შეძლოთ. რაც მთავარია, ნუ შეგეშინდებათ მარცხის.

4. გადააქციეთ ნაკლი ღირსებად
23 გზის ოლიმპიური ჩემპიონი მაიკლ ფელპსი შეიძლებოდა ყოფილიყო ცუდი მოცეკვავე 47 ზომა ფეხისა და 203 სმ-ის სიგრძის ხელების გამო. მაგრამ ის გახდა ერთ-ერთი საუკეთესო მოცურავე მსოფლიოში. გაარკვიეთ, რა გამოგარჩევთ სხვებისგან და გადააქციეთ ეს ღირსებად, რომელიც გამარჯვებულს გაგხდით.

5. ისწავლეთ მოლაპარაკებების თავაზიანად წარმართვა
რაც უფრო მალე დაეუფლებით ამ ხელოვნებას, მით მეტს იშოვნით. მაგალითად, ივაჭრეთ ხელფასზე, მოითხოვეთ მეტი, ვიდრე უფროსი გთავაზობთ. სულ რაღაც 100 ლარის განსხვავებაც კი დიდ შემოსავალს მოგიტანთ.
ყოველთვის გამოიყენეთ ხელფასის გაზრდის შესაძლებლობა.

6. ნუ შეადარებთ საკუთარ თავს ვინმეს
შეიძლება, თქვენმა მეგობარმა დიდ წარმატებას მიაღწიოს, ან პირიქით, ყველაფერი გაფლანგოს. მაგრამ ეს არ გაძლევთ იმის მიზეზს, რომ მას თავი შეადაროთ. თუ სხვების ყურებას დაიწყებთ, შეიძლება არასრულფასოვნების კომპლექსიც მიიღოთ. ჯობს დღეს შეადაროთ საკუთარი თავი გუშინდელს და სცადეთ მასზე უკეთესი გახდეთ.

7. არ შეგეშინდეთ მიმართულების შეცვლა
თქვენ მოგიწიათ სკოლაში სწავლა, შემდეგ - უნივერსიტეტში. შემდეგ მოეწყვეთ სამსახურში. თუ ის არ მოგწონთ, მაშინ ნუ ჩათვლით აუცილებელ მოვალეობად. წადით იქ, სადაც მოგეწონებათ. თუ თქვენი საქმე შეგეზიზღებათ და ამას დროულად არ შეცვლით, მაშინ ბოლოს გვიანი იქნება.

8. არ დააგროვოთ ვალები
ვალი უნდა აიღოთ მაშინ, როცა ეს აუცილებელია და სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საშინელ შედეგებს გამოიწვევს.

9. ნუ გადაწვავთ ხიდებს
ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობებს სამუდამოდ. უნდა იცოდეთ, რომ ის, ვისთანაც არანაირი საერთო არ გაქვთ, მომავალში შეიძლება გამოგადგეთ. იქნებ სამუშაო დაკარგოთ და დახმარება დაგჭირდეთ.

10. ნუ იფიქრებთ რომ 30 წლისას არ იმხიარულებთ
30 წლისას ცხოვრება არ მთავრდება. ეს არაა გაჩერება, რომელზეც უკან უნდა მიიხედოთ და თქვათ, რა კარგი იყო ადრე. ხანდახან მხიარულება სწორედ 30 წლისას იწყება.

11. ნუ დახარჯავთ დროს ადამიანებზე, რომლებიც არ გაფასებენ
ნუ გაატარებთ მათთან ერთ წუთზე მეტს. თორემ ეს ადამიანები თქვენს ცხოვრებას უარესს გახდიან.

12. იზრუნეთ სხეულზე
ნუ დააგროვებთ ზედმეტ წონას, ნუ დააიგნორირებთ კბილის პრობლემებს, მეტი იმოძრავეთ. თუ ამას არ გააკეთებთ, მომავალში ჯანმრთელობა ზარალად გადაგექცევათ.

13. ნუ იყიდით ძვირიან ნივთებს
ნუ იყიდით გამოუსადეგარ, ძვირიან ნივთებს, რომლებიც თქვენს მეგობრებს აქვთ. ნუ ეცდებით ვიღაცის გაოცებას. ეს მახეა. ჯობს ფული მოაგროვოთ. ბევრი მდიდარი ადამიანი უფრო ხელმომჭირნეთ ცხოვრობს, ვიდრე გეჩვენებათ.

14. იმეგობრეთ
დაამყარეთ მეგობრული ურთიერთობები და მეგობრებთან ერთად თავგადასავლების საძიებლად წადით. უერთგულეთ მას, ვინც გიყვართ. შეწყვიტეთ ურთიერთობა მასთან, ვინც უინტერესოა.

15. არ იჩქაროთ 30 წლამდე
ნუ ეცდებით მთელი ცხოვრების 20-30 წლებში ჩატევას. გააკეთეთ ის, რაც გინდათ, რათა თავი კომფორტულად იგრძნოთ. ნუ იჩქარებთ, თუ ეს საჭირო არაა.

წყარო: sravni.ru