onlain sesxebi - ყველა

რა მიზეზით შეიძლება უარი გითხრან მიკროსესხზე?

რა მიზეზით შეიძლება უარი გითხრან  მიკროსესხზე?
თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სესხის გაცემაზე უარს გეტყვიან, შეიძლება ამას მიზეზიც მოაყოლონ, ან მის გარეშე დაგტოვონ. რადგანაც მიკროფინანსისტები არანაირ დოკუმენტს არ ითხოვენ თქვენგან, ინფორმაციის ერთადერთი წყარო მათთვის კრედით ინფოა. მიუხედავად იმისა, რომ მისო-ები ლოიალურები არიან თავიანთი კლიენტების მიმართ, სესხზე უარი მაინც შეიძლება გითხრან უკვე აღებული სესხების (3-ზე მეტი) ან სტაბილურად ცუდი საგადასახადო დისციპლინის გამო. ასევე ზოგიერთი განვითარებული მისო გადაწყვეტილების მიღებისას იყენებს ინფორმაციას სოციალური ქსელებიდან. იქ უკვე შეიძლება გაიგონ არსებული ინფორმაცია, მაგალითად, ქორწინება, ასაკი, სამუშაო ან სასწავლებელი ადგილი. კომპანიებს ასევე შეუძლიათ გააანალიზირონ თქვენი საკომუნიკაციო გადახდები.

რომელ შემთხვაში უნდა შევიკავოთ თავი სწრაფი სესხის აღებისგან?

არ ღირს სწრაფი სესხის აღება, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ნამდვილად გექნებათ შემოსავლები კრედიტის დასაფარად. გადასახადების გამოტოვება საკმაოდ ძვირად დაგიჯდებათ, შეიძლება დიდი ვალი დაიდოთ. ზოგიერთი კომპანიის ჯარიმა შეიძლება თითო გადაცილებულ დღეზე 10%-იც კი იყოს.

რა უნდა გააკეთოთ, თუ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდით და სესხის დაფარვას ვეღარ ახერხებთ

საუკეთესო გამოსავალია, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში დარეკოთ და სიტუაცია აუხსნათ. მისო-სთვის უფრო მომგებიანია კომპრომისზე წავიდეს, ვიდრე ვალი კოლექტორებს გადააბაროს. თქვენ შეიძლება შემოგთავაზონ დროებითი გადავადება ჯარიმის დარიცხვის გარეშე ან კრედიტის რესტრუქტურიზაცია.