onlain sesxebi - ყველა

15 რამ, რაც გამოძინებაში გიშლით ხელს

1. ასაკი
ასაკის მატებასტან ერთად ადამიანს უმცირდება სწრაფი ძილის ფაზების ხანგრძლივობა. ძილის ხარისხი იკლებს 30 წლიდან.

2. გენეტიკა
ხშირ უძილობას შეიძლება იწვევდეს გენების მუტაცია. როკფელერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს გენი CRY1, რომელიც არეგულირებს ცირკადულ რითმებს - ანუ "ბიოლოგიურ საათს". ადამიანები ამ გენის მუტაციით ფხიზლები რჩებიან ღამით და ძილი მხოლოდ დილით მოერევათ ხოლმე.

3. სქესი
ქალებს 15-20 წუთით უფრო დიდ ხანს სძინავთ, ვიდრე მამაკაცებს. ეს გამოწვეულია ძილის დროს ტვინის უფრო რთული მუშაობით, ამტკიცებენ ბრიტანელი მეცნიერები.

4. კარიერა
ღამის ხშირი მორიგეობა ძილის რეჯიმს აზიანებს. ეს ძალიან კარგად იციან ექიმებმა, მეხანძრეებმა და ბარმენებმა. მაგრამ ყველაზე ხშირად პრობლემები ძილთან აქვთ სხვა პროფესიების წარმომადგენელთ. ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევებმა აშშ-ში აჩვენა, რომ უძილობა გავრცელებულია კავშირის ოპერატორებს, მძღოლებსა და რკინიგზის თანამშრომლებს შორის.

5. დასვენების დღეები
მძიმე სამუშაო კვირის შემდეგ გვინდა მთელი დღე გვეძინოს. ფრთხილად, თორემ დაგემართებათ "სოციალური ჯეტ ლაგი" - შიდა ორგანიზმის შეუთავსებლობა ყოველდღიური ცხოვრების რიტმთან. მთელი შემდეგი კვირა ცუდად დაგეძინებათ. ასევე ამდენ ძილს შეუძლია ჭარბი წონა გამოიწვიოს.

6. ქალაქი
ძილის ხარისხი და ხანგრძლივობა დამოკიდებულია საცხოვრებელ ადგილზე, ამტკიცებენ ამერიკელი მეცნიერები. მათ გაარკვიეს, რომ აშშ-ში ძილის ხარისხის მაჩვენებელი შტატებს შორის რადიკალურად განსხვავდება: ყველაზე კარგად სძინავთ სამხრეთ დაკოტაში, ყველაზე ცუდად - ჰავაიზე.

7. ოჯახური მდგომარეობა
ამავე გამოკვლევაში მეცნიერებმა ხალხის ძილის ხარისხი მათ ოჯახურ მდგომარეობას შეადარეს. აღმოჩნდა, რომ მარტოხელები ყველაზე ხშირად იტანჯებიან უძილობისგან. კვლევის თანახმად, შვიდ საათზე დიდ ხანს სძინავს დაქორწინებულ წყვილთა 67%-ს, მარტოხელების 62%-ს და გაყრილების ან დაქვრივებულების 56%-ს.

8. განათლება
რაც უფრო განათლებულია ადამიანი, მით უფრო კარგად სძინავს მას, ამტკიცებენ მეცნიერები. სტატისტიკის მიხედვით, ღრმა და ჯანმრთელი ძილი ელოდება უმაღლეს დამთავრებულთა 71,5%-ს, და საშუალო განათლების მქონეებთან ეს მაჩვენებელი 62,45%-ია.

9. კბილის პასტა ან ჩაი
პიტნა გვაფხიზლებს და კონცენტრირებაში გვეხმარება, გაარკვიეს დასავლეთ ვირჯინიელმა მეცნიერებმა. თუ თქვენ გიწევთ ავტომობილის ტარება ან ძნელი ამოცანების ამოხსნა, გაიხეხეთ კბილები პიტნის პასტით ან დალიეთ პიტნის ჩაი. მაგრამ არ გააკეთოთ ეს ძილის წინ. სხვათა შორის, მსგავსი ეფექტი აქვს ციტრუსს, ამიტომაც საღამოს ფორთოხლისგან თავი შეიკავეთ.

10. სავსე მთვარე
არანაირი ეზოტერიკა. 2016 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მთვარის ფაზების ცვლილება ძლიერ მოქმედებს ბავშვების ძილზე.

11. გარემო
ჰარვარდელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი კლიმატის ცვლილებასა და უძილობას შორის. გარდაამისა, კვლევებმა აჩვენეს, რომ ჰაერის დაბინძურება საგრძნობლად უშლის ადამიანს ხელს დაძინებაში. ეს განსაკუთრებულად აისახება მეგაპოლისთა მაცხოვრებლებზე, რომლებსაც ისედაც ვერ სძინავთ კარგად სტრესის გამო. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით ჰაერის დაბინძურება 2011 წლიდან 8%-ით გაიზარდა.

12. შინაური ცხოველები
შინაურ ცხოველებს შუძლიათ გააფუჭონ თქვენი ძილი, თუ ისინი თქვენს საწოლში წვანან. თუ ხშირად გეღვიძებათ იმისგან, რომ ცხოველი თქვენს ბალიშზე წევს, ან თითებზე გკბენთ, მაშინ დროა მათ ცალკე საწოლი უყიდოთ.

13. დაკეტილი ფანჯრები და კარი
დაკეტილი ფანჯრები და კარები ვერ გიხსნით უძილობისგან. კვლევების მიხედვით, ღია ფანჯრები საძინებელში უზრუნველყოფენ ჟანგბადის შემოდინებას, რაც კარგად ძილში გიწყობთ ხელს.

14. ცუდი ბალიში
ცუდი ბალიში იწვევს ტკივილს ზურგზე, კისერსა და მხრებზე. საბოლოოდ მას შეუძლია პრობლემები შეგიქმნათ სუნთქვაზე. შეამოწმეთ ბალიში - დააჭირეთ ხელის მტევნით. მან მაშინვე უნდა დაიბრუნოს ფორმა. თუ არა, მაშინ გამოცვლა მოგიწევთ.

15. პრობლემები ჯანმრთელობასთან
საკმაოდ დიდი კვლევა ჩატარდა აშშ-ში სადაც მონაწილეთა 99%-მა აღიარა, რომ ღამ-ღამობით ჯანმრთელობის პრობლემების გამო ეღვიძებათ. ალერგია, ტკივილი ზურგსა და კუნთებში, გულძმარვა, შაქრის დაბალი დონე სისხლში და შიმშილი, ასევე ხშირი შარდვა - ეს ყველაფერი კარგად გამოძინებაში გიშლით ხელს. ამ პრობლემების მოგვარება საკმაოდ ადვილია. გადააგდეთ ძველი ბალიშები და გადასაფარებლები, იყიდეთ ახალი ლეიბი და სოლისებრი ბალიში, თუ გულძმარვა გაქვთ, დაძინებამდე 30 წუთით ადრე ერთი კოვზი თაფლი შიმშილის მოკვლაში დაგეხმარებათ. და ნუ დალევთ ძილის წინ ბევრ სითხეს.

წყარო: sravni.ru