onlain sesxebi - ყველა

ამ სისტემით მან 43 წლის ასაკში 1.8 მლ $ იშოვა

ამ სისტემით მან 43 წლის ასაკში 1.8 მლ $ იშოვახრიკი 1: ჩაიწერეთ თითოეული ტრანზაქცია
საგრძნობი ეკონომიისთვის ცოტა ოდენი მოთმინება გმართებთ. აკონტროლეთ გასავალი და დაინახავთ, რამდენად ბევრ ფულს ხარჯავთ მცირე და უსარგებლო ნივთებზე.

ხრიკი 2: შეადგინეთ დაფები
შეგიძლიათ გუგლ-დისკზე შექმნათ დაფა და იქ შეიტანოთ გასავალი, რათა არ დაგავიწყდეთ. თუ არ გნებავთ ყველაფრის ხელით გაკეთება, არსებობს მრავალი აპლიკაცია - მაგალითად, AndroMoney, Money Lover და სხვა. საკრედიტო ან სადებეტო ბარათების ტრანზაქციებს შეგიძლიათ ბანკის აპლიკაციაში დააკვირდეთ. იქ გასავალი კატეგორიებადაა დაყოფილი - სუპერმარკეტები, ტრანსპორტი, რესტორნები და ა.შ.

ხრიკი 3: საკრედიტო ბარათების გამოყენება
საკრედიტო ბარათები - ეს სახიფათო ტერიტორიაა. მათ შეუძლიათ ვალებში ჩაგაგდონ, მაგრამ სწორი გამოყენებისას თქვენც უსაფრთხოდ ხართ და თქვენი ფულიც. მნიშვნელოვანია დაიცვათ შემდეგი წესები: აირჩიეთ ბარათი უფასო ან ყველაზე იაფი მომსახურებით, არ გაანაღდოთ ფული და არ გამოგრჩეთ აუცილებელი გადასახადები.

ხრიკი 4: შეაფასეთ შენაძენი გრძელვადიანი პერსპექტივით
გაითვალისწინეთ არა მხოლოდ "ახლანდელი" ფასი, არამედ ყველა დამატებითი გასავალი, ასევე ფასის ცვლილება დროთა განმავლობაში.

მაგალითად, ავტომობილის ფასი ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე გვეჩვენება. ის შედგება: ფასისგან + დამატებითი აღჭურვილობისგან + საფარისგან, ცეცხლმაქრებისგან, ინსტრუმენტების ნაკრებისგან + სატრანსპორტო გადასახადისგან, დაზღვევისგან + ტექდათვალიერებისგან + ტექმომსახურებისგან + ზამთარ-ზაფხულის საბურავების ნაკრებისგან + ბენზინის გასავლისა და შეკეთების ფასისგან. ხოლო ახალი სმარტფონი გამოსვლიდან შემდეგ თვეშივე გაიაფდება, ასე რომ მის ყიდვას ნუ იჩქარებთ.


ხრიკი 5: შეაგროვეთ ინფორმაცია ყველა ანგარიშის შესახებ
ერთ ბარათზე გერიცხებათ ხელფასი, მეორეზე - სარგებლიანი ქეშბექი, მესამე საკრედიტოა, "ყოველი შემთხვევისთვის", მეოთხეს მოგზაურობაში იყენებთ... საკმაოდ მარტივია დაბნევა.

ჩაიწერეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია თითოეული ანგარიშის შესახებ: როდის გახსენით, როგორია პირობები, როგორია საშეღავათო პერიოდი (თუ აქვს) და უფასო მომსახურების პერიოდი. ეს ეხება საკრედიტო და სადებეტო ბარათებს, შენატანებს, დეპოზიტებსა და საინვესტიციო ანგარიშებს. მოსახერებლობისთვის შეიძლება ისარგებლოთ მობილური აპლიკაციით, რომელიც აგროვებს ინფორმაციას ბარათის ბალანსზე, მაგალითად: AnyBalance.

წყარო: sravni.ru