onlain sesxebi - ყველა

10 რამ, რისი ცოდნაც კრიპტოვალუტის შეძენისას გვჭირდება

10 რამ, რისი ცოდნაც კრიპტოვალუტის შეძენისას გვჭირდება

1. უმჯობესია მცირე ბიუჯეტით დაიწყოთ
ბიტკოინში უნდა ჩადოთ იმდენი ფული, რამდენის დაკარგვისაც არ გეშინიათ.

2. გადაყვანის საკომისიო უზარმაზარია!
ბიტკოინს არც ერთი ბანკი ან სხვა რომელიმე ფინანსური ორგანიზაცია არ არკონტროლებს, თუმცა ეს გადაყვანის საკომისიოსგან არ გათავისუფლებთ. შესაძლოა, ბიტკოინის სხვა ანგარიშზე გადაყვანისას 30 დოლარიც კი დაკარგოთ. ეს საკომისიო ერიცხებათ მაინერებს, რომლებიც ბიტკოინს მოიპოვებენ.

3. ბიტკოინის გადაყვანა სხვა საფულეში დიდ დროს იკავებს
ბიტკოინის გადარიცხვას დაახლოებით 3 საათი სჭირდება. ეს ნორმალური პრაქტიკაა. მაგრამ გადარიცხვამ შეიძლება სამიდან 24 საათამდე გასტანოს. ამასთან ერთად, რაც უფრო დიდია საკომისიო, მით უფრო სწრაფია გადარიცხვა. საკომისიო რომ მინიმალური ყოფილიყო, ლოდინი კვირების განმავლობაშიც მოგვიწევდა.

4. არსებობს ცხელი და ცივი ანგარიში
ცხელი ანგარიში - ესაა ანგარიში ბირჟაზე, ვებ-საიტზე და ა.შ. ის წაშლილია და სადღაც ინტერნეტში დევს.
ცივი ანგარიში - ეს არის ანგარიში რომელიმე მატარებელზე, მაგალითად, ფლეშ ბარათზე. გადარიცხვისას თავად შეგიძლია მიუთითო საკომისიო, რომლის გადახდასაც ამ მომსახურებისთვის შეძლებთ, ცხელში კი ეს ყველაფერი თავიდანვე განსაზღვრულია.

5. ბირჟის საფულეში თანხის დატოვება სახიფათოა
ბირჟა - ეს ცხელი ანგარიშია. ის შეიძლება გატეხონ და მთელი ფული მოგპარონ, ან შეიძლება უბრალოდ დახურონ. არ არსებობს იქ ჩადებული თანხის უსაფრთხოების გარანტია.

6. გადახედეთ სხვა ვალუტებს
ბიტკოინის კურსის დაცემისას ხშირად ყიდულობენ ალტკოინებს - ასე ეძახიან სხვა კრიპტოვალუტებს, რომლებიც ბიტკოინის ალტერნატივას წარმოადგენენ. მათი რაოდენობა დაახლოებით 1000-ია. დიდი ნაწილი უბრალო შითქოინია, რომელსაც გაძვირება არ უწერია. მაგრამ რამდენიმე ნამდვილად იმსახურებს ჩვენს ყურადღებას, მაგალითად ETHEREUM, Ripple (XRP), Cardano (ADA), IOTA (MIOTA), ICON (ICX) და NEO (NEO).

7. ალტკოინების საყიდლად საჭიროა ბიტკოინები
ჩინურ ბირჟაზე ალტკოინის ყიდვა ბიტკოინის გარეშე შეუძლებელია.

8. ალკოინის შეძენა ნაკლებხარჯიანია
ამ ვალუტების შეძენის საკომისიო ძალიან პატარაა(0,05%), ხოლო გადარიცხვა წუთის განმავლობასი ხორციელდება.

9. ტრანზაქციის გაუქმება შეუძლებელია
მას შემდეგ, რაც დააჭერთ კრიპტოვალუტის გადარიცხვის ღილაკს, მისი გაუქმება ან გასაჩივრება შეუძლებელი იქნება.

10. ალტკოინი ძალიან მკვეთრად ძვირდება და მკვეთრადვე იაფდება
ალტკოინი კიდევ უფრო არასტაბილურია, ვიდრე ბიტკოინი. ის შეიძლება კვირაში 300%-ით გაიზარდოს. შეიძლება ერთი ხელის მოსმით ყველაფერი დაკარგოთ ან რამდენიმე წუთში გამდიდრდეთ. შეიძლება დილით ანგარიშზე გქონდეთ 600$, საღამოს კი - 400$.

წყარო: sravni.ru