onlain sesxebi - ყველა

4 რჩევა, რომელიც კარიერის აწყობაში დაგეხმარებათ

1. შექმენი ურთიერთობა

არ ღირს სამუშაო ადგილის ხშირად გამოცვლა. შეიძლება, დიდი კრიზისის დროს ეს ჭრიდა, მაგრამ ახლა - ნამდვილად არა. ჩვენს დროში ხელმძღვანელები არჩევენ ისეთი თანამშრომლის აყვანას, რომელსაც თავად (ან მეგობრები და კოლეგები) იცნობენ. ნუ გადაიტვირთებით ურთიერთობებით, აშენეთ ისინი დიდხანს, როგორც უფროსებთან, ასევე კოლეგებთან. კარგი ურთიერთობა - ეს ხომ თქვენი მომავლის ინვესტიციაა.

2. ნუ ჩაიცვამთ სამსახურში ისე, როგორც წვეულებაზე

ცოტა რამ გარეგნობაზე. ლამაზმანები, გამოწყობილები, როგორც რომელიმე ჟურნალის ყდაზე, - ისინი ვერ მოგცემენ საოფისე ჩაცმულობის მაგალითს. სინამდვილეში, კარგ მუშაკს არ აქვს დრო საკუთარი მოდელური იერის შენარჩუნებისა და ყოველ დილით მაკიაჟის გაკეთებისთვის. ის გამოიყურება სიმპათიურად, შეიძლება, პატარა ჩამიჩითაც კი, მაგრამ შოკისმომგვრელად ლამაზი ნამდვილად არ არის. წარმატებული თანამშრომელი კონცენტრირებულია სამსახურზე, ის ფიქრობს მასზე, უძღვნის მთელს ენერგიას. მაგრამ თუ ის მთელი დღე იმაზე იფიქრებს, თუ რა უნდა ჩაიცვას, მაშინ წარმატებისთვის თავში ადგილი აღარ დარჩება.

3. ნუ ფოკუსირდებით თვითგანვითარების კურსებზე

იყავით მსუბუქი! ყველა ეს თანამედროვე კურსი თვითგანვითარებაზე, რომელზეც ყველა მხრიდან გვიჩიჩინებენ, სინამდვილეში, წარმატებულ ადამიანს საერთოდაც არ სჭირდება. არასდროს არავის უნახავს მსხვილი ფირმის ტოპ მენეჯერი, რომელიც არასრულფასოვნების დასაძლევ კურსებზე დადის. პირიქით, სამსახურისგან თავისუფალ მთელ დროს ისინი ოჯახებს, სპორტსა და დასვენებას უთმობენ. ნუ დაიმალებით საკუთარ თავში, დატკბით ცხოვრებით, შეხვდით მეგობრებს, დაისვენეთ, გაატარეთ დრო ახლობლებთან. არ დაგავიწყდეთ, რომ ბედნიერება წვრილმანებშია და უფასოა, ხოლო კურსებში კი ფულის გადაყრა მოგიწევთ.

4. გიყვარდეთ თქვენი საქმე

ზოგიერთი თანამშრომელი თვალანთებული მუშაობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ თავის სამსახური უყვართ. ეს სიყვარული არ აძლევთ მათ სიზარმაცის უფლებას, ის არის მარადიული სტიმული განვითარებისა, სიყვარულია ის ძალა, რომელიც უკნიდან აწვებათ. უნდა ითქვას, რომ ასეთი ადამიანები არც კი ფიქრობენ წარმატებაზე, მათ უბრალოდ მოსწონთ, რასაც აკეთებენ, სწორედ ასეთი ქმედების შედეგია წარმატება, ამას უბრალოდ ვერ გაექცევიან. ამიტომაც, თუ საკუთარი სამსახური არ მოგწონთ, გეზარებათ დილით იქ მისვლა, თუ არ გავსებთ ძალებით - მაშინ კარგად დაფიქრდით, იქნებ სხვა გზა აგერჩიათ. მაგალითად, ისეთი, რომლის სიყვარულიც ყოველ დღე ბედნიერებას მოგიტანთ, ხოლო წარმატება გახდება არა მიზანი, არამედ უბრალო გვერდითი სასიამოვნო მოვლენა.

წყარო: sravni.ru