mome.ge

5 რამ, რისთვისაც კრედიტის აღება არ ღირს

5 რამ, რისთვისაც კრედიტის აღება არ ღირს


1. პროდუქტები, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სმარტფონები

სანამ ყოველდღიური, საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის კრედიტის აღებას გადაწყვეტთ, უნდა გაითვალისწინოთ: დღეს ასრულებულ ნებისმიერ სურვილს შეუძლია შეგიქმნათ პრობლემები მომავალში. სამომხმარებლო და მიკრო სესხები პროდუქტების საყიდლად, მათი მაღალი პროცენტის გათვალისწინებით, ფინანსური სისულელეა. ამ შემთხვევაში თქვენ პროდუქტში ერთ-ნახევარჯერ და ორჯერ მეტის გადახდა მოგიწევთ. ეს ვრცელდება ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე, მცირე საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ტელეფონებზეც.

ამ წესის ერთადერთი გამონაკლისია უპროცენტო განვადება. ის გაძლევთ საშუალებას საქონელი იაფად შეიძინოთ და გადახდაც არ დააგვიანოთ. მაგრამ აქაც ყურადღებით უნდა იყოთ. ხელის მომცემი განვადება ამბობს, რომ, სხვა მაღაზიებთან შედარების საფუძველზე, საქონელი თავის ფასში იყიდება. ძალიან ხშირად მაღაზიები უფრო მაღალ ფასს ადებენ და ამით აკომპენსირებენ დანაკლისს. გამოდის იგივე სესხი, მაგრამ უფრო დაბურული სქემით.

2. შვებულება

შვებულება, როგორც წესი, ორი კვირა გრძელდება, ხოლო სესხის დაფარვა რამდენიმე თვის განმავლობაში მოგიწევთ. გადახდა იმისა, რასაც უკვე ვეღარ "შეეხები" ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელია. გარდა ამისა, შვებულება, ასე თუ ისე, დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან: ტანსაცმლის, სუვენირებისა და ათასი სხვა რამის შეძენა. ამ დროს ხარჯებზე კონტროლი სუსტდება, ესე იგი, შესაძლებელია დახარჯოთ მთელი ფული, რაც კი გაგაჩნიათ.

როგორც წესი, ასეთი კრედიტებით სარგებლობს ის, ვისაც ფულის შენახვის ძალა არ შესწევს და ხელფასს მიღებიდან პირველივე კვირას ხარჯავს. ეს ნიშნავს იმას, რომ დამატებითი ხარჯები კრედიტების სახით მუდმივად შეარყევენ ბიუჯეტს.

3. რემონტი

აქ მოქმედებს ისეთივე პრინციპი, როგორიც შვებულებაში. თუ თავად არ შეგიძლიათ ამისათვის თანხის შეგროვება, ესე იგი, ვალის გასტუმრებაშიც პრობლემები შეგექმნებათ.
გამონაკლისად შეიძლება იქცეს რემონტი ახალაშენებულ ბინაში. თქვენ ნებისიერ შემთხვევაში მოგიწევთ მისთვის გადახდა - იატაკზე ხომ არ იცხოვრებთ. მრავალი ბანკი ახლა იპოთეკურთან ერთად სამომხმარებლო სესხებს და საკრედიტო ბარათებს გასცემენ, ან თავიდანვე მაღალ იპოთეკურ ოდენობას გვთავაზობენ. მაგრამ თუ თქვენ ბინას მეორად ბაზარზე ყიდულობთ, უმჯობესია აარჩიოთ ვარიანტი, რომელშიც ცხოვრებას შეძლებთ, პარალელურად კი რემონტისათვის შეაგროვებთ.

4. ქორწილი

ქორწილი - ეს განსაკუთრებული მოვლენაა, მისთვის ვალებში ჩავარდნა არც ისე საშინელ რამედ გვეჩვენება. მაგრამ ამის გაკეთება დასაშვებია გამონაკლის შემთხვევებში. მაგალითად, მომავალი წყვილი ოდნავ გასცდა დაგეგმილ ბიუჯეტს და ცოტაოდენი თანხა ესაჭიროება. თუმცა უნდა გავიგოთ, რომ სამომხმარებლო სესხები განსაზღვრულნი არიან თავიანთი მინიმალური ოდენობით. შეიძლება ისარგებლოთ საკრედიტო ბარათით, თუმცა იქ პროცენტი მეტია და მეტის გადახდა მოგიწევთ.

გონივრული იქნება, თუ ქორწილის ფულად საჩუქრებს ვალების გასტუმრებაში გამოიყენებთ. თუმცა ამაზე დამოკიდება სარისკოა: შეიძლება ყავის მადუღარებით აგავსონ. არის კიდევ ერთი ასპექტი: რამდენად შეთანხმებულია ახალგაზრდა ოჯახი ფინანსურ საკითხებში, ვინ განკარგავს ბიუჯეტს, გაკეთდება თუ არა საერთოდ ნუსხა? თუ ეს ყველაფერი არ იქნება გათვალისწინებული, ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ კრედიტი არ დაიფარება, სანამ ცოლ-ქმარი შეთანხმებას არ მიაღწევს და საკუთარი ფინანსების მართვას არ ისწავლის.

5. სამედიცინო მომსახურება

სამედიცინო მომსახურების დასაფარად არსებობს განსაკუთრებული ინსტრუმენტი - ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევა. მისი შეძენა ბევრად იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე სესხის აღება და შემდეგ მისი გადახდა.

ნახევრადსამედიცინო მომსახურებისათვის, მაგალითად, როგორიცაა კოსმეტიკური სალონები, სესხის აღება - ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ არასწორად იყენებენ ადამიანები ფინანსებს. მაშინაც კი, როცა საქმე სამედიცინო ცენტრში ოპერაციის ჩატარებას ეხება, არ არსებობს გარანტია, რომ ის წარმატებულად ჩაივლის. ან რამდენად სწრაფად შეძლებთ დაუბრუნდეთ შრომისუნარიან ცხოვრებას? თანაც, საკრედიტო მომსახურება გათვალისწინებულია მიმღების მოვალეობაზე და არა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.


დასკვნა:

  • არ ვარგა განვადება, რომელშიც უპროცენტობა საქონლის მაღალი ფასით კომპენსირდება.
  • თუ ადამიანი არაა მიჩვეული ცოტაოდენი ფულის გადადებას დიდი ხარჯისთვის, მაშინ მას ფინანსური დისციპლინა არ გააჩნია და მუდმივად პრობლემები ექნება ამ სფეროში.
  • ჯამში, სანამ კრედიტის აღებას გადაწყვეტთ, გირჩევთ გაითვალისწინოთ: დღეს დახარჯული - ხვალ დაკარგულია.[/i]

წყარო: sravni.ru
Регистрация