onlain sesxebi - ყველა

მორცხვი მიმოზა - გონიერი მცენარე, რომელსაც გაბრაზება შეუძლია

მორცხვი მიმოზა - გონიერი მცენარე, რომელსაც გაბრაზება შეუძლია

ეს 30-150სმ სიმაღლის მცენარე იზრდება სამხრეთი ამერიკის ტროპიკულ რაიონებში, სადაც სარეველად ითვლება; ამავდროულად, მთელს მსოფლიოში მას ისე იყენებენ, როგორც დეკორატიულს. მიმოზა ყვავის მაისიდან სექტემბრამდე მცირე იასამნისფერი ყვავილებით, რომლებიც გრძელ ღეროებზე არიან განთავსებულნი. დამტვერვა მიმდინარეობს ქარის ან მწერების საშუალებით, ყვავილობის შემდეგ წარმოიქმნება კაუჭისმაგვარი მოღუნული ლობიო.

მორცხვი მიმოზას გამორჩეული თვისებაა რეაქცია მოსალოდნელ საფრთხეზე. მცენარე, თავისი ფესვების დაზიანებისას, გამოყოფს შხამიან ნივთიერებებს, მეთანის, რძისა და პიროვიუმის მჟავების ჩათვლით. ეს საკმაოდ ხშირად იწვევს საქონლის მოწამლვას.

ცოტა ხნის წინ ავსტრალიელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მორცხვ მიმოზას შეუძლია თავად განვითარდეს. რეზულტატების თანახმად, მიმოზა "იმახსოვრებს" ყოველი კონტაქტის განსაკუთრებულობას, შემდეგ კი, თუ ის საფრთხეს არ წარმოადგენს, მცენარეც არ კეცავს ფოთლებს. ასეთი ქცევა ცხოველებს ახასიათებთ: ნერვული სისტემის საშუალებით ისინი არამარტო იღებენ ინფორმაციას, არამედ მომავალში მისი გამოყენებაც შეუძლიათ.

საინტერესოა, რომ მორცხვი მიმოზა კარგად არჩევს თავის პოტენციურ მტერს. ექსპერიმენტების დროს დადგინდა: იმ შემთხვევაში, როცა მის ფესვებს ვინმე ეხება - ჰაერი ივსება გოგირდითა და სხვა ნივთიერებებით, ამასთან ერთად კონტაქტი მეტალთან, შუშასთან და სხვა მექანიზმურ ნივთებთან შედეგს არ იძლევა.



წყარო: i-fakt.ru