onlain sesxebi - ყველა

აქვს თუ არა ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი

აქვს თუ არა ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი


რამდენად სწრაფად შეუძლია მას სირბილი, რამდენად შორს შეუძლია გადახტეს? და აქვს საერთოდ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი, თუ რეზულტატები კვლავაც გააგრძელებს ზრდას?

ამ კითხვებიდან ერთ-ერთზე დაფიქრდა კალიფორნიელი ტრენერი ბრიუს ჰამილტონი, რომელიც 1934 წელს მსუბუქ ათლეტიკაში რეკორდსმენი გახდა. მისი აზრით, ადამიანი ვერასოდეს ახტება 2 მეტრსა და 11 სანტიმეტრზე მაღლა, ხოლო 100 მეტრის გაარბენად მინიმუმ 10,1 წამი დასჭირდება. უფრო დიდ დატვირთვას, ჰამილტონის აზრით, ადამიანის კუნთები ვერ გაუძლებს.

იმავდროულად მსუფბუქი ათლეტების რეკორდები შეგვიძლია ამ საზღვრებთან ახლოს მივიჩნიოთ: ას მეტრიან დისტანციაზე რეკორდსმენი ამერიკელი რალფ მეტკალფია 10,3 წამი რეკორდით, ხოლო ხტომაში დამყარებული რეკორდი 2 მეტრი და 6 სანტიმეტრია. ასეთი სიმაღლის დაძლევა უოლდერ მარტიმ შეძლო. ესე იგი, სპრინტერებს კიდევ 0.2 წამი, მხტომელებს კი 5 სანტიმეტრი სჭირდებოდათ რეკორდის დასამყარებლად. და მორჩა - რეკორდები ამით დამთავრდა? არაფერი მსგავსი, რამდენიმე წლის წინ ჰამილტონის წარმოდგენები მთლიანად დაინგრა.

ოთხმოციანების მიწურულს ფიზიოლოგებმა ახალი საზღვრები დააწესეს: 100 მეტრიანი სირბილი - 9,58 წამი, ხტომა კი - 2 მეტრი და 56 სანტიმეტრი, ხტომის სიგრძე 10 მეტრი და 33 სანტიმეტრი. ხოლო მარათონზე დაწესდა ზღვარი 1 საათი 58 წუთი და 22 წამი.

გავიდა კიდევ 30 წელი, და რას ვხედავთ? 100 მეტრიან დისტანციაზე ლეგენდარული უსეინ ბოლტის რეკორდი ზუსტად 9.58-ია. გამოდის, ეს უკანასკნელი რეკორდი იყო 100 მეტრიან სირბილში?

რამდენიმე წლის წინ ჯონ ბრენკუსმა, გადაცემა "სპორტული მეცნიერების" წამყვანმა, განაცხადა, რომ ამ დისციპლინაში რეზულტატები კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვერ გაიზრდება. და ზუსტი დროც კი დაასახელა - 2909 წლისთვის მსუბუქი ათლეტები დისტანციას 9 წამზე მოკლე დროში დაფარავენ.

ბრენკუსმა მარათონზე ცგააკეთე პროგნოზი და თქვა, რომ საუკეთესო მარათონელი დისტანციის დაფარვას 1 საათში 57 წუთსა და 57 წამში შეძლებს. ახლა რეკორდი კენიელ დენის კიმეტოს ეკუთვნის - 2 საათი 2 წუთი და 57 წამი. ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ არსებობს 5 წამიანი რეზერვი.

ხტომაში ყველაფერი ოდნავ რთულადაა. აქ რეკორდები მკვეთრად შენელდა, ხოლო მაქსიმალური შედეგი 1993 წელს კუბელი ხავიერ სოტომაიორის მიერ 2 მეტრი და 45 სანტიმეტრის სიმაღლეა. და უკვე საუკუნის მეოთხედია მის რეკორდს ვერავინ მიუახლოვდა.

წყარო: i-fakt.ru
Регистрация