onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები მეკობრეებზე და მათ ცრურწმენებზე

საინტერესო ფაქტები მეკობრეებზე და მათ ცრურწმენებზე


მეკობრეები - ზღვის უშიშარი ყაჩაღები. მოგვეჩვენებოდა, რომ მათ არაფრის და არავისი ეშინოდათ. მაგრამ ყველაფერთან ერთად მეკობრეები ძალიან ცრუმორწმუნე ადამიანები იყვნენ, რადგან მათი ბედი მუდმივად სხვადასხვა გარემოებებზე იყო დამოკიდებული. ამიტომ არსებობდა უამრავი ნიშანი, რომლისაც მათ სჯეროდათ.

ვერაფერი დააძალებდა მეკობრეებს ზღვაში ხუთშაბათს ან პარასკევს გასვლას, ყველაზე ხელსაყრელ დღედ კი კვირა ითვლებოდა. აღდგომას ხმელეთზე დარჩენას ამჯობინებდნენ. არსებობდა ლეგენდები მეკობრე რიდზე, რომელიც განძის საძიებლად აღდგომაზე გაემართა და მას შემდეგ არავის უნახავს.

გემის ნავმისადგომიდან გასვლისას ნაპირისკენ გახედვა არ შეიძლებოდა - ეს უიღბლობას მოასწავებდა. ბორტზე ქალის ყოფნა დაუშვებელი იყო, დამრღვევს მკაცრად სჯიდნენ. თუმცა, ამასთან ერთად, მეკობრეები თავიანთ გემებს ქალთა სახელებს არქმევდნენ, ხომალდის ცხვირზე კი გაშიშვლებული ქალის სკულპტურა იყო მიმაგრებული. ითვლებოდა, რომ მას აბობოქრებული ზღვის დაწყნარება შეეძლო.

ოქროს საყურე ზღვის მოხეტიალის განუყოფელ ატრიბუტს წარმოადგენდა. საერთოდ რატომ ატარებდნენ მას? ამასთან დაკავშირებით მრავალი ვერსია არსებობს. მაგალითად, ეს ამტკიცებდა იმას, რომ მეკობრემ ჰორნის კონცხი გადალახა. ზოგი ამტკიცებდა, რომ ოქრო უბრალოდ მხედველობას აუმჯობესებდა. ზოგიც თვლიდა, რომ ეს მეკობრის დამარხვის საფასური იყო. როცა ის ზღვაში დაიღუპებოდა და ზღვა ნაპირზე გამორიყავდა, ის ქრისტიანული წესით უნდა დაკრძალულიყო, დამკრძალავს კი საყურის შრომის საფასურად წაღება შეეძლო.

ლეგენდარული "შავი ნიშანი" ედებოდა ადამიანს, რომელსაც მეკობრეთა საძმო ძალიან სერიოზულ ბრალდებებს წარუყენებდა. ეს ნიშნავდა იმას, რომ დამრღვევს სიკვდილი ელოდა. მართალია, ბევრი მკვლევარი ფიქრობს, რომ ეს უბრალოდ მწერალი სტივენსონის გამონაგონია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ტრადიცია არ არსებობდა.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ზღვაში სიტყვა "დამხრჩვალის" თქმა, ეს უთუოდ უბედურებას მოიტანდა. ამ უბედურებისგან თავის აცილება შეიძლებოდა, მაგრამ ამისთვის სისხლი უნდა გაგეღო. ამიტომაც, სიტყვის მთქმელს უბრალოდ ცხვირში ურტყამდნენ.

არ შეიძლებოდა ფეხსაცმლის ამოტრიალებულად დადება. ითვლებოდა, რომ გემსაც იგივე დაემართებოდა.
და კიდევ მეკობრეებს პანიკურად ეშინოდათ ჩვამების. თუ ეს ჩიტი გემბანზე დაჯდებოდა და ფრთებს გაიქნევდა, მალე ეკიპაჟიდან ვიღაც მოკვდებოდა. თუ ასეთი მრავალი ჩიტი აღმოჩნდებოდა გემზე, მაშინ მთელ ეკიპაჟს იგივე ელოდა.

და ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მეკობრეული ცრურწმენა იყო ბანანების შიში. მათ არასოდეს ამოჰქონდათ ეს ხილი ბორტზე, რადგან თვლიდნენ, რომ გემები ყველაზე ხშირად ამ ტვირთით იძირებოდა. დამთხვევა? შეიძლება, მაგრამ გარისკვა არავის უნდოდა.

წყარო: i-fakt.ru