onlain sesxebi - ყველა

კოლუმბის კვერცხი

კოლუმბის კვერცხი
იტალიელი ისტორიკოსი ჯიროლამო ბენცონი თავის წიგნში "ახალი სამყაროს ისტორია" ერთ პატარა საინტერესო ფაქტს აღწერს: როდესაც კოლუმბი ერთ-ერთ საზეიმო მიღებაზე ყვებოდა, თუ როგორ აღმოაჩინა ამერიკა , ერთერთმა დამსწრემ თქვა: "ესპანეთი დიადი სახელმწიფოა, სადაც ძალიან ბევრი განათლებული ადამიანი ცხოვრობს და მათაც შეეძლოთ იგივე". პასუხად კოლუმბმა სტუმრებს ერთი თავსატეხი შესთავაზა: ყველას უნდა აეცადა კვერცხის ვერტიკალურად დადება ისე, რომ არ წაქცეულიყო. როცა ვერავინ შეძლო ამის გაკეთება, კოლუმბი ადგა, კვერცხი აიღო და მაგიდაზე დაახეთქა. კვერცხი გაჩერდა და გაოცებულმა სტუმრებმა წამოიძახეს: ასე ჩვენც ხომ გავაკეთებდითო. მაშინ კი კოლუმბა უთხრა: მთელი განსხვავება იმაშია, რომ თქვენ შეგეძლოთ ეს გაგეკეთებინათ, მე კი ეს ნამდვილად გავაკეთეო. კოლუმბის კვერცხის ძეგლი სან ანტონიოში დგას.

წყარო: i-fakt.ru