onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები მარკ ტვენზე

საინტერესო ფაქტები მარკ ტვენზე


ცნობილი მწერალი მარკ ტვენი 1835 წლის 30 ნოემბერს დაიბადა, როცა ჩვენს პლანეტას ჰალეის კომეტამ გადაუფრინა. მწერალი 1910 წელს გარდაიცვალა - ამ კომეტის მეორედ გამოჩენისას. თავად ტვენი ცრუმორწმუნე იყო და ყოველთვის ამბობდა, რომ ამ კომეტის გამოჩენისას გარდაიცვლებოდა.

მარკ ტვენის ნამდვილი სახელია სემუელ ლენგჰორნ კლემენსი. ფსევდონიმი მხოლოდ მაშინ აიღო, როცა ჟურნალისტიკით დაკავდა. სხვათაშორის მისი სახელი ნიშნავს "ორმაგ ფათომს" - ახალგაზრდობაში კლემენსი ლოცმანად მსახურობდა. "ორმაგი ფათომი" ნიშნავს, რომ ფსკერი ორჯერ აღემატება ნორმას, ესე იგი - გემს შეუძლია თავისუფლად გაიაროს.

1861 წელს, აშშ-ს სამოქალაქო ომის დროს, ის ახალგაზრდების არმიაში აღმოჩნდა, თუმცა მალევე გაუცრუვდა იმედები სამხედრო სამსახურში. ორი კვირის შემდეგ ბიჭმა დატოვა თავისი სამხედრო ერთეული და გაიქცა ქვეყნის დასავლეთში, გადაწყვიტა ბედი ვერცხლის მოპოვებაში ეცადა.

XXI საუკუნეშიც კი ჩვენ სიამოვნებით ვიყენებთ წებოვან ქაღალდებს ბლოკნოტებისთვის. ისინი კი სწორედ მარკ ტვენმა გამოიგონა. მას ძალიან უყვარდა გაზეთიდან ამოჭრილი ფურცლების შენახვა, იმისთვის კი, რომ ალბომში ჩაწებება უფრო ადვილი ყოფილიყო, მას ქაღალდის კიდეზე წებოვანი ზოლი დაჰქონდა. გამოგონება 1872 წელს დაპატენტდა.

მწერალი ხშირად დებდა ფულს სხვადასხვა ფინანსურ დაწესებულებებში, მაგრამ ხშირად წარუმატებლად ასრულებდა. ერთხელ, ალექსანდრე ბელმა ტვენს სთხოვა მისი გამოგონების - ტელეფონის დაფინანსება. მაგრამ მარკ ტვენმა განაცხადა, რომ ასეთი უაზრო გამოგონება წამგებიანი იქნებოდა.

1874 წლის 1 ივლისს გაყიდვაში ჩაეშვა Remington-ის საბეჭდი მანქანების პირველი პარტია. მარკ ტვენი ერთ-ერთi პირველი მყიდველი იყო. მწერალი ამაყობდა იმით, რომ მან პირველმა გამოიყენა ეს სასარგებლო მოწყობილობა ლიტერატურაში. მალე მან გამოსცა ჩვენთვის კარგად ნაცნობი წიგნი ტომ სოიერის თავგადასავლების შესახებ, რომელიც სწორედ ამ მანქანით დაიბეჭდა.

მწერალი ბევრს ეწეოდა. მეგობრები, რომლებიც ტვენის კაბინეტს სტუმრობდნენ, გვარწმუნებდნენ, რომ ბოლის სქელი ღრუბლის მიღმა მწერალს ძლივს პოულობდნენ.

მარკ ტვენს ძალიან უყვარდა თეთრი კოსტიუმები. მის გარდერობში მინიმუმ 20 ცალი მაინც ეკიდა. აი წინდები კი წითელი ფერისა ერჩივნა.

დღესდღეობით მარკ ტვენის პირდაპირ შთამომავალს ვერ შეხვდებით, მიუხედავად იმისა, რომ მას 4 შვილი ჰყავდა. მაგრამ ბიჭი ახალგაზრდობაში გარდაიცვალა, ორი ქალიშვილი კი ჯერ კიდევ ბავშვობაში. ზრდასრულ ასაკს მხოლოდ ქალიშვილმა კლარამ მიაღწია, მას ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი - ტვენის შვილიშვილი, თუმცა ის გოგონა უშვილოდ გარდაიცვალა.

ერთხელ ტვენის სახელზე მოვიდა წერილი, რომელშიც მხოლოდ ერთი სიტყვა - "ღორო" ეწერა. გაზეთის უახლოეს ნომერში მან განაცხადა: "მე ხშირად მომდის წერილები ხელმოწერის გარეშე. მაგრამ ამჯერად ვიღაცამ მხოლოდ ხელმოწერა გამოაგზავნა".

წყარო: i-fakt.ru
Регистрация