onlain sesxebi - ყველა

სად მდებარეობს მხიარული სასაფლაო?

სად მდებარეობს მხიარული სასაფლაო?


განსაკუთრებული სასაფლაო ჩიმიტირულ-ვესელი (Cimitirul Vesel) რუმინულ სოფელ სეპინცში დაკრძალვის კულტურის ნამდვილი ნიმუშია. ხისგან გაკეთებული ბარელიეფები აღგვიწერენ გარდაცვლილის ცხოვრებასა და მისი გარდაცვალების მიზეზს. ჯვრების უმეტესობაზე შეგვიძლია მცირე ეპიტაფიები ამოვიკითხოთ.
სად მდებარეობს მხიარული სასაფლაო?

პირველი ფერადი საფლავის ქვები სეპინცში 1930-იან წლებში გაჩნდა, როდესაც კარვერმა და მხატვარმა სტან იონ პეტრაშმა ჯვრების ორნამენტებით გაფორმება და გარდაცვლილის განვლილი ცხოვრების გამოხატვა დაიწყო. პირველ ნამუშევრებში განსაკუთრებით გამოიყენებოდა მუქი ლურჯი შეფერილობა, თუმცა შემდეგ თითოეულმა ფერმა თავისი სიმბოლო მიიღო: მწვანე ასახიერებდა სიცოცხლეს, ყვითელი - ნაყოფიერებას, წითელი - ვნებას, ხოლო შავი კი სიკვდილს. ახლა ამ სასაფლაოზე 800 მსგავსი საფლავის ქვაა განთავსებული.

ამ ეპიგრაფებითა და მოგონებებით აღვსილ ქვებზე ძალიან სასაცილო ნახატებსაც შეხვდებით. თუ ფერადი ნახატები ყველა ქვას ერთნაირი აქვს, მაშინ ტექსტი და ბარელიეფი თითოეულ ნამუშევარზე ორიგინალურია და აღწერს პროვინციალურ ცხოვრებას.
სად მდებარეობს მხიარული სასაფლაო?


მხიარული სასაფლაოს წყალობით პატარა სოფელი ნამდვილ ტურისტულ ცენტრად გადაიქცა. აქ შეხვდებით იაპონელებს, გერმანელებს, ამერიკელებსა და სხვა ქვეყნის წარმომადგენლებსაც. მოკლედ რომ ვთქვათ, ახლა ეს სასაფლაო სოფელს კვებავს - მის გარშემო გაჩნდა ბაზარი, რომელზეც ხელოვანები საკუთარ ნამუშევრებს ყიდიან, აშენებულია სასტუმროები და რესტორნები.

ამ რუმინულ არაჩვეულებრივ სასაფლაოზე შესვლა ფასიანია - 5 რუმინული ლეი. ფოტოს გადასაღებად ამდენივე უნდა გადაიხადოთ ადგილობრივ ვალუტაში. მაგრამ იქ მართლაც ღირს რაღაცის ნახვა! ეს ფერადი , არაჩვეულებრივი საფლავის ქვები და ზომიერი იუმორი თქვენს ცხოვრებაზე დაგაფიქრებთ.

ეს უჩვეულო სასაფლაო ჩიმიტრულ ვესელი განთავსებულია სოფელ სეპინცში, რუმინეთის ჩრდილოეთ ნაწილში, უკრაინა-რუმინეთის საზღვრიდან 1 კილომეტრში.

წყარო: i-fakt.ru