onlain sesxebi - ყველა

ხორბალი და ჭადრაკის უჯრები

როცა ჭადრაკის შემქმნელმა, ძველინდოელმა ბრძენმა და მათემატიკოსმა სისა ბენ დაჰირმა, თავისი გამოგონება ქვეყნის მმართველს წარუდგინა, მას ისე მოეწონა ეს თამაში, რომ მან გამომგონებელს საკუთარი ჯილდოს თავად არჩევის უფლება მისცა. ბრძენმა მეფეს ჭადრაკის პირველი უჯრისათვის ხორბლიც 1 მარცვალი სთხოვა, მეორესთვის - 2, მესამესთვის - 4, და ასე - მას უნდა გაეორმაგებინა მათი რაოდენობა ყოველ მომდევნო უჯრაზე.

მმართველი მათემატიკაში კარგად ვერ ერკვეოდა, ამიტომაც გამომგონებელს დათანხმდა და იმედიც კი გაუცრუვდა, რომ ბრძენმა ასეთი მცირე ჯილდო სთხოვა. ხაზინადარებს დაავალა, დაეთვალათ საჭირო მარცვლების რაოდენობა და სისასთვის გადაეცათ. თუმცა, გავიდა ერთი კვირა და მათ ჯერ კიდევ ვერ გამოეთვალათ მარცვლების რაოდენობა. როცა მეფემ შეფერხების მიზეზი ჰკითხა, პასუხად მიიღო ანგარიში, რომლის მიხედვითაც ჯილდოს რაოდენობა აჭარბებდა მთელს მოსავალს, რაც კი კაცობრიობას მთელი ისტორიის მანძილზე აუღია.

მთელს დაფაზე იქნებოდა 2 64-ე ხარისხში - 1, ანუ 18 446 744 073 709 551 616 მარცვალი, მათი მთლიანი მასა 461 168 602 000 ტონას შეადგენდა. ამხელა რაოდნობის დასატევად 10х10х15 კმ ბეღელი დაგვჭირდებოდა.

ხელმწიფემ, რევანშისათვის, ბრძენს დაავალა თითოეული მარცვალი დაეთვალა, რათა არ ყოფილიყო ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ მას უღირსად გადაუხადეს.

წყარო: i-fakt.ru