onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები უოლტ დისნეიზე

საინტერესო ფაქტები უოლტ დისნეიზე 1914 წელს გაზეთის 13 წლის დამტარებელი უოლტ დისნეი მოხვდა კანზასის ერთ-ერთ კინოთეატრში, სადაც ნახა შავ-თეთრი მულტფილმი ფიფქიაზე. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მოზარდი მთელი ცხოვრების მანძილზე მულტიპლიკაციით "მოწამლულიყო".

სხვათა შორის, მსოფლიოს შეიძლებოდა დისნეის შესახებ არც არაფერი გაეგო - მან პირველი მსოფლიო ომის დროს ფრონტის ხაზზე ისურვა გამგზავრება. ახალგაზრდული ასაკის გამო მას უარი უთხრეს, მაშინ კი უოლტი წითელ ჯვარში გაწევრიანდა და სასწრაფო დახმარების მძღოლად დაიწყო მუშაობა. მან მანქანა სხვადასხვა "კამუფლიაჟით" - ნახატებითა და კარიკატურებით შეამკო.

1923-ში უოლტი ძმასთან ერთად ჰოლივუდში გაემგზავრა, სადაც ანიმაციური სტუდია გახსნა. უკვე 1924 წლის მარტში ეკრანებზე გამოჩნდა 11 წუთიანი მულტფილმი "ალისას ერთი დღე ზღვაზე".

სტუდია თანდათან გაიზარდა. თუმცა მუშაკები იმაზე წუხდნენ, რომ მათი ბოსი ძუნწი და სკანდალისტი იყო. ის მომუშავეებს ძალიან ცოტას უხდიდა და ნებისმიერი მიზეზით აწყობდა სკანდალებს. უოლტის კომპანიაში მხოლოდ თავის საქმის ფანატები მუშაობდნენ.

ორმოცდაათიან წლებში დისნეი უნიკალური ატრაქციონის შექმნაზე დაფიქრდა. იქ დროის გატარებას შეძლებდნენ როგორც ბავშვები,, ისევე მოზრდილები. 1955 წლის 17 ივნისს კალიფორნიის შტატში გაიხსნა პირველი დისნეილენდი. მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა ძალიან ძვირი დაჯდა - 17 მილიონი დოლარი - რამდენიმე თვეში საკუთარი ღირებულება არათუ ამოიღო, არამედ დისნეის შემოსავალიც მოუტანა.

თავისი ცხოვრების განმავლობაში უოლტ დისნეიმ 25 "ოსკარი" მიიღო. ხოლო 26-ე ჯილდო მას მხოლოდ 1969 წელს - გარდაცვალებიდან 3 წლის შემდეგ მიენიჭა.

1993 წლიდან უოლტ დისნეის კომპანიას საკუთარი ნაციონალური ჰოკეის ლიგის კლუბიც კი აქვს. მას დასახელებაც შესაბამისი აქვს - "Mighty Ducks of Anaheim", რაც ქართულად ნიშნავს: "ძლევამოსილი იხვები ანაჰაიმიდან. ". 2005 წლიდან კლუბს ახალი პატრონი გამოუჩნდა, რომელმაც მისი სახელი შეცვალა და "იხვები ანაჰაიმიდან" დაარქვა.

მთელი მსოფლიო იცნობს მიკი მაუსს - ერთ-ერთ ყველაზე მთავარ გმირს დისნეის მულტფილმებიდან. ის კი ცოტამ იცის, რომ ამ პერსონაჟის შემქმნელს თავად ძალიან ეშინოდა თაგვების.

უოლტ დისნეის ძალიან უყვარდა მოწევა და არცაა გასაკვირი მისი სიკვდილის მიზეზი ფილტვის კიბო რომ გახდა. ამის შემდეგ მულტფილმის არც ერთ სერიაში უჩვენებიათ პერსონაჟი, რომელიც ეწევა.

1980 წლის 21 თებერვალს უოლტ დისნეის სახელი ეწოდა ასტეროიდ 4017-ს, რომელიც ყირიმის ობსერვატორიაში აღმოაჩინეს.

წყარო: i-fakt.ru