onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ლიმონათზე

საინტერესო ფაქტები ლიმონათზე არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, რომ ლიმონათი ფრანგი მეფის ლუდოვიკო XIV-ეს დროს გაჩნდა. ის შეიქმნა მეფის მსახურის წყალობით, რომელიც მარანში წავიდა იმისთვის, რომ მეფისთვის ღვინო მოეტანა. მხოლოდ დაბრუნებისას შეამჩნია, რომ ღვინის მაგივრად მეფისთვის ლიმონის ელი დაესხა. შეცდომის გამოსასწორებლად მან ეს სასმელი მინერალური წყლით გააზავა და ისე მიართვა მეფეს. ჩვენდა გასაკვირად, ლუდოვიკოს ეს სასმელი ისე მოეწონა, რომ მისი ყოველდღე მორთმევა ბრძანა.

მალე ლიმონათი მთელ ევროპაში გავრცელდა. დიდი ხნის განმავლობაში ის მეფის მსახურის "რეცეპტით" მზადდებოდა: ლიმონის წვენს მინერალურ წყალში აზავებდნენ. თუმცა, 1767 წელს ინგლისელმა ჯოზეფ პრისტლიმ გამოიგონა სატურატორი - ტუმბო, რომლის დახმარებითაც სასმელი გაზით ივსებოდა. იდეა გამოიყენა გერმანელმა მეწარმემ იაკობ შვეპმა, რომელმაც თავდაპირველად სატურატორების წარმოება წამოიწყო, შემდეგ კი გაზიანი სასმელებისაც, რომლებმაც მიიღეს დასახელება"J. Schweppes & Co".

იმ დროს ამ სასმლის ყიდვა მხოლოდ შეძლებულ ადამიანებს შეეძლოთ - დამზადების ტექნოლოგია საკმაოდ ძვირი იყო. ყველაფერი 1833 წელს შეიცვალა, როცა ლიმონათის დამზადებისას გამოიყენეს არა ლიმონის წვენი, არამედ სინთეზირებული ლიმონმჟავა, რამაც სასმელი იაფი გახადა.

ლიმონათზე სტატია ბროკჰაუზისა და ეფრონის განთქმულ ლექსიკონშიცაა. მასში ნათქვამია, რომ ზოგიერთი მეწარმე ლიმონათში ნატურალური ინგრედიენტების მაგივრად ხელოვნურ ესენციებს იყენებს. ლექსიკონის შემქმნელები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ XXI საუკუნეში ყველა გაზიანი სასმელი ასე დამზადდებოდა.

საბჭოთა კავშირში ლიმონათი ნაციონალურ სასმელად იქცა: ქვეყანაში 10-ზე მეტი სახის ლიმონათს აწარმოებდნენ. მიტროფანე ლაღიძემ კი სახელი მთელს მსოფლიოში გაითქვა, როგორც არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა. თავისი პირველი ქარხანა, ლაღიძემ ჯერ კიდევ რევოლუციამდე გახსნა, საბჭოთა დროს კი, თბილისში, დიდი დაწესებულების დირექტორი იყო. სწორედ ამ ქარხნის ნაწარმი მიეწოდებოდა 1945 წელს იალტის კონფერენციას. ფრანკლინ დელანო რუზველტს სასმელი ისე მოეწონა, რომ თან 2000 ბოთლი გაიყოლა.

წყარო: i-fakt.ru