onlain sesxebi - ყველა

აი, სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული - გამოთქმის წარმოშობა და ისტორია

აი, სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული - ამ გამონათქვამის ფესვებს შუა საუკუნეების ევროპაში უნდა ვეძიოთ. ავსტრიის ერცჰერცოგ სიზიგმუნდს თავისი ძაღლი ყველგან თან დაჰყავდა. და, ერთხელაც, ნიდერლანდებისკენ მიმავალ გზაზე ძაღლმა მისი პატრონის სიცოცხლე საკუთარის ფასად იხსნა. მადლიერმა ერცჰერცოგმა დიდი პატივით დაკრძალა თავისი ოთხფეხა მეგობარი და მის საფლავზე დადგა მემორიალი, რომელმაც ორ საუკუნეზე მეტი გაძლო - XIX საუკუნემდე.

მოგვიანებით მემორიალის პოვნა ტურისტებს მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებლების დახმარებით შეეძლოთ. სწორედ ამ დროს დაიბადა გამონათქვამი "აი, სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული!". ამ გამონათქვამს მაშინ ხმარობენ, როცა იპოვიან იმას, რასაც ეძებენ, ან რაღაცის დედა აზრს ჩასწვდებიან.
აი, სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული - გამოთქმის წარმოშობა და ისტორია სხვათა შორის, გამონათქვამის სამშობლოს პრეტენდენტი პატარა გერმანული ქალაქი Waltershausen-ია, სადაც ამ ძაღლის ძეგლი დგას. გადმოცემის თანახმად, ასი წლის წინ ადგილობრივმა პასტორმა იპოვა ძაღლის საფლავი და ის ადგილობრივ ბაღში გადაასვენა. ამ ადგილას ახლა მდებარეობს ქვის მემორიალი, რომელიც ამ ისტორიას აღწერს. მაცხოვრებლები დარწმუნებულები არიან, რომ ფრაზა "აი სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული!" სწორედ მათი ქალაქიდან წარმოიშვა.

თუმცა არსებობს სხვა, უფრო ძველი და არანაკლებ დამაჯერებელი წყარო. როცა ბერძნებმა სპარსეთის მეფე ქსერქსესთან ზღვაში შებრძოლება გადაწყვიტეს, მოხუცები, ქალები და ბავშვები წინასწარ გადასხეს კუნძულ სალამინზე.

გვიყვებიან, რომ კსანტიპეს - პერიკლეს მამას ჰყავდა ძაღლი, რომელმაც პატრონთან დაშორება არ ისურვა, გადახტა ზღვაში და ცურვით მიაღწია სალამინამდე. დაღლილი ცხოველი იქვე, სანაპიროზე გარდაიცვალა.

ისტორიკოსის თქმით სანაპიროზე ამ ძაღლს ძეგლი დაუდგეს, რომელსაც დიდ ხანს აჩვენებდნენ დაინტერესებულ ადამიანებს.

ზოგიერთ გერმანელ ლინგვისტს ჰგონია, რომ გამონათქვამი შექმნეს განძის მაძიებლებმა, რომლებიც ბნელი ძალების შიშით თავიანთ მიზანს "შავ ძაღლს" უწოდებდნენ.

ამგვარად, ამ ვერსიის მიხედვით, გამონათქვამი "აი, სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული" ნიშნავდა: "აი, სად ყოფილა განძი დამარხული".

წყარო: i-fakt.ru
Регистрация