onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ირლანდიის შესახებ

საინტერესო ფაქტები ირლანდიის შესახებ

ირლანდია - ჩრდილოეთ ევროპის ერთ-ერთ კუნძულზე განთავსებული სახელმწიფო. ამ პატარა ქვეყნის მოსახლეობა 5 მილიონზე ნაკლებია, მათი მეოთხედი კი დედაქალაქ დუბლინში ცხოვრობს. ქალაქის სახელი ითარგმნება როგორც "შავი აუზი".

საინტერესოა, რომ ირლანდია 1919 წლამდე ბრიტანეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, 1922 წელს კი, ბრიტანელ ჯარისკაცებთან მრავალი შეტაკების შემდეგ, როგორც იქნა, ის თავისუფალი ქვეყანა გახდა. საქმე ამით არ დამთავრებულა - რადიკალი ირლანდიელი პარტიზანები დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე XXI საუკუნემდე აწყობდნენ ტერაქტებს.

ირლანდია ცნობილია თავისი ლუდით. ყოველწლიური საშუალო მოთხოვნილება თითოეულ მოსახლეზე 130 ლიტრია. ამ მაჩვენებლით ირლანდია მხოლოდ ჩეხეთს ჩამოუვარდება. სწორედ ირლანდიაში მდებარეობს ევროპაში ყველაზე ძველი პაბი. მას შონის ბარი ჰქვია და X საუკუნის დასაწყისში გაიხსნა. სხვათა შორის, ირლანდიის ბარებში მოწევა აკრძალულია.

ირლანდიურ ველურ ბუნებაში ვერ შეხვდებით გველს. ლეგენდის თანახმად, ისინი აქედან წმინდა პატრიკმა, კუნძულის მფარველმა, განდევნა.

ირლანდიის სკოლებში წმინდა პატრიკის დღეს მიღებულია მწვანე ტანსაცმლით მოსვლა. მოსწავლეები მკაცრად იცავენ ამ ტრადიციას, დამრღვევი შეიძლება დაშავდეს კიდეც.

კარტოფილი ირლანდიაში XVI საუკუნის დასასრულს შემოვიდა. ის შესანიშნავად შეერწყა ადგილობრივ ბუნებას და მალე კუნძულის მაცხოვრებელთა რაციონის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი გახდა. სწორედ კარტოფილს უკავშირდება ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი შავი ფურცელი - XIX საუკუნის შუა რიცხვებში ფიტოფთორამ რამდენიმე წელიწადში მოსავლის მთელი მარაგი გაანადგურა. ამ პერიოდში ქვეყნის მოსახლეობის 25% დაიხოცა.

გინესის რეკორდების წიგნში შეყვანილია ირლანდიურ ქალაქ კორკის ორკესტრი. ის 57 წლის განმავლობაში ერთი და იგივე შემადგენლობით უკრავდა.

მოსახლეობის უმეტესი ნაწილი უარყოფითადაა განწყობილი აბორტების მიმართ. სწორედ ამიტომ კანონით იკრძალება ამის გაკეთება. გამონაკლისი დაშვებულია მაშინ, როცა დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ირლანდიური ლიქიორი Baileys მთელს მსოფლიოშია განთქმული. მის დამზადებას, ყოველწლიურად, ქვეყნის რძის მარაგის 40% ხმარდება.

კონკურს "ევროვიზიაზე" ირლანდიელებმა 7-ჯერ გაიმარჯვეს, რაც ჯერ არც ერთ ქვეყანას გაუკეთებია. თუმცა, მართალია, მათ ბოლოს 21 წლის წინ - 1996 წელს გაიმარჯვეს. გამარჯვებულის სახელი ეიმარ ქუინი იყო.

ირლანდიაში ყველაზე გავრცელებული გვარი არის მერფი , რაც ქართულად "მეზღვაურს" ნიშნავს. ეს გასაკვირი არაა, ირლანდია ხომ კუნძულოვანი სახელმწიფოა. ამჟამად აქ 1500-ზე მეტი თევზსაჭერი ხომალდია რეიგსტრირებული.

29 თებერვალს ქალს შეუძლია პირველმა შესთავაზოს მამაკაცს ცეკვა ან დაქორწინება. ის კი, უარის თქმის შემთხვევაში, დაჯარიმდება.

ირლანდიელებს ძალიან უყვართ ძაღლები. სტატისტიკურად კი ისინი აქ ადამიანებზე მეტნი არიან.

დუბლინში მდებარეობს გინესის ლუდსახარშის მუზეუმი. ესაა შვიდსართულიანი შენობა საფირმო ჭიქის ფორმით. აქ შეიძლება გაიგოთ არამარტო კომპანიის ისტორიის შესახებ, არამედ დააგემოვნოთ "გინესის" ლუდის განსხვავებული სორტები.

გენეტიკოსებმა გაარკვიეს, თუ რატომ აქვს მრავალ ირლანდიელს წითური თმები. მათი თქმით, წითური ფერი - ესაა რეაქცია მზის უკმარისობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიელების 50%-ს ღია ან მუქი თმა აქვთ, ისინი მაინც "წითური გენის" მატარებლები არიან.

წყარო: i-fakt.ru