onlain sesxebi - ყველა

ქოხი მილიარდერისთვის

ქოხი მილიარდერისთვის
საინტერესო ფაქტი - რამდენიმე წლის წინ მუმბაიში აშენდა და გაიხსნა 27 სართულიანი "კოშკი" ინდოეთში ყველაზე მდიდარი ადამიანისთვის. მუქეშ ამბანი, მისი მეუღლე და სამი შვილი გადავიდნენ შენობაში, რომელსაც მითიური კუნძულის საპატივცემულოდ ანტილია ეწოდება. მასში განთავსებულია გამაჯანსაღებელი კლუბი ტრენაჟორებით, ცეკვის სტუდია, სამეჯლისო დარბაზი, ოთახები სტუმრებისათვის და 50 ადგილიანი კინოთეატრი. სახურავი აღჭურვილია ვერტმფრენის სამი დასაჯდომით, აქ ასევე არის მიწისქვეშა 160 ადგილიანი პარკინგი. ზემო სართულებიდან 173 მეტრის სიმაღლეზე იშლება ხედი მუმბაისა და არაბეთის ზღვაზე.

53 წლის მაგნატი არის არამხოლოდ პირველი ინდოეთში, არამედ მეოთხე უმდიდრესი ადამიანი მსოფლიოში. სულ შენობა 37000 კვადრატულ მეტრს მოიცავს, რაც ვერსალის სასახლეზე მეტია. ამ დაწესებულების მომსახურებას 600 ადამიანი სჭირდება.

წყარო: i-fakt.ru