დიოფანტეს უცნაური ეპიტაფია

დიოფანტე იყო ბერძენი მეცნიერი, რომელიც მესამე საუკუნეში ცხოვრობდა. ის ალგებრის მამად იწოდება. მისი ცხოვრების შესახებ ვიგებთ მხოლოდ იმ ამოცანიდან, რომელიც მისი საფლავის ქვაზეა ამოტვიფრული. პირობა ასეთია:
გამვლელო! ამ ქვის ქვეშ განისვენებს სიბერეში გარდაცვლილი დიოფანტე ალექსანდრიელი. მისი ცხოვრების მეექვსედი ბავშვობას ეკავა, მეთორმეტედი მოზარდობის პერიოდს, მეშვიდედი ნაწილი - ახალგაზრდობას. შემდეგ მან ცხოვრების ნახევარი განვლო, რის შემდეგაც იგი დაქორწინდა და ქორწინებიდან 5 წლის შემდეგ ვაჟი შეეძინა. როცა ვაჟს 4 წელი შეუსრულდა, დიოფანტე გარდაიცვალა.
შეკითხვა: რამდენი წელი იცოცხლა დიოფანტემ?
წყარო: i-fakt.ru