onlain sesxebi - ყველა

რორშახის ფსიქოლოგიური ტესტი

საინტერესო ტესტი, რომელსაც ფსიქოლოგები პაციენტის პიროვნებისა და მისი გადახრების შესამოწმებლად იყენებენ. ტესტი შედგება 10 ბარათისგან შავ-თეთრი და ფერადი ბუნდოვანი გამოსახულებებით. სცადეთ და გაიარეთ ეს ტესტი.

1. შეხედეთ გამოსახულებას
2. დაიმახსოვრეთ პირველი ასოციაცია
3. წაიკითხეთ მნიშვნელობა...

რორშახის ფსიქოლოგიური ტესტი


კატის ან მელიის სახე
ეს ყველაზე გავრცელებული ასოციაციაა. თუ თქვენ რომელიმე მათგანი დაინახეთ (ზუსტად სახე) - ესე იგი, ჯანმრთელი ხართ, უფრო სწორად გადახრები არ გაქვთ და ადამიანების 85%-სა განეკუთვნებით.

პეპელა
თუ თქვენ პეპელა დაინახეთ, ესე იგი მსუბუქი კოგნიტური დისონანსი აღგენიშნებათ. როგორც წესი, პეპელას შთაბეჭდილების მოყვარული 20 წლამდე ახალგაზრდები ხედავენ, რომლებიც ზედაპირული დეპრესიისკენ იხრებიან. პეპელა ჰარმონიის სიმბოლოა და ვინც მას აქ ხედავს, ესე იგი, ჰარმონიის უკმარისობას განიცდის.

ღამურა
ღამურას აგრესიისა და სისასტიკისკენ გადახრილები ხედავენ. ანდრეი ჩიკატილომ რორშახის ტესტში სწორედ ის დაინახა. შესაძლოა გქონდეთ მიდრეკილება სადიზმისკენ.

ცხოველის ტყავი
დათვის, ვეფვხვის, მგლის ტყავი... ეს ძალიან მდგრად და ჯანმრთელ ფსიქიკაზე მიგვანიშნებს. როგორც წესი, ტყავს ხედავენ ადამიანები, რომლებმაც იციან, თუ რა უნდათ ცხოვრებაში, როგორ მიაღწიონ მიზანს, პრინციპული ადამიანები (მასწავლებლები, საეკლესიო მსახურები, ვეგეტარიანელები, რელიგიური ფანატიკოსები და უბრალოდ მორწმუნე ადამიანები). ტყავი აღნიშნავს გარეულ ცხოველზე გამარჯვებას - ანუ, საკუთარ ეჭვებზე გამარჯვებას.

ორი დათვი შადრევანთან
საკმაოდ იშვიათი ასოციაცია. შესაძლოა გაქვთ მიდრეკილება შიზოფრენიისკენ. თუმცა რორშახის ტესტს არავითარ შემთხვევაში არ შეუძლია ისეთი სერიოზული დიაგნოზის დადგენა, როგორიც შიზოფრენიაა. ამის დანახვა შეუძლიათ როგორც შიზოფრენიით დაავადებულებს, ასევე ხალხს ფანტაზიის კარგი უნარით.

წყარო: i-fakt.ru