onlain sesxebi - ყველა

თავის სამტვრევი ამოცანა

ერთხელ სულთანმა თავისთან დაიბარა ორი ბრძენი: ალი-იბნ-ვალი და ვალი-იბნ-ალი. მას უნდოდა გაერკვია, თუ რამდენად ბრძენნი იყვნენ მოხუცები და მათ ასეთი ამოცანა უთხრა: "ჩავიფიქრე ორი რიცხვი. ორივე მთელია, თითოეული ერთზე მეტია, მაგრამ ასზე ნაკლები. ამ რიცხვების ნამრავლს ალის ვეტყვი, ჯამს კი - ვალის. თუ მართლა ასეთი სიბრძნის პატრონები ხართ, მაშინ ამ რიცხვების გამოანგარიშებასაც შეძლებთ."

ისინი ჩაფიქრდნენ. პირველმა სიჩუმე ალიმ დაარღვია:

- არ ვიცი ეს რიცხვები, - თქვა მან, თავჩამოქინდრულმა.
- მე ეს ვიცოდი, - თქვა ვალიმ.
- მაშინ ვიცი ეს რიცხვები, - გახარებულმა თქვა ალიმ.
- მაშინ მეც ვიცი! - წამოიძახა ვალიმ.

და მაშინ ორივემ ერთად შესძახა ხელმწიფეს მის მიერ ჩაფიქრებული ორი რიცხვი.

კითხვა: წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ამ ბრძენთა ადგილას და დაასახელეთ ეს რიცხვები.

წყარო: i-fakt.ru